პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები დღეს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ტურში უკრაინას დაუპირისპირდება. გუნდს ტრავმების გამო კვარაცხელია და კიტეიშვილი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო წიტაიშვილი დააკლდება, თუმცა შემადგენლობას ქოჩორაშვილი უბრუნდება.

გიორგი ქოჩორაშვილი განაცხადში დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები დღეს უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება
რუსთავი 2

დღეს, თბილისი დროით, 23:45 წუთზე საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურის მატჩს სლოვაკეთში, უკრაინასთან ჩაატარებს.

უნგრეთთან 0:2 მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრები, რომელსაც მიმდინარე ციკლში ჯერ არ მოუგია და 5 შეხვედრაში გოლიც არ გაუტანია, ჯგუფში ბოლო ადგილზეა. იმის გათვალისწინებით, რომ გუნდს ტრავმების გამო ლიდერები, ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კიტეიშვილი ვერ ეხმარებიან, საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს. ამას ემატება გიორგი წიტაიშვილის არყოფნაც, რომელმაც უნგრეთთან მატჩში ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ, გუნდს გიორგი ქოჩორაშვილი დაუბრუნდება.

სვანაძის გაწვრთნილი ნაკრები კოშიცეში გუშინ ჩავიდა და წინასამატჩო საწვრთნელ პროცესთან ერთად მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაც გამართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოერთა ლიგა | უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს - შეხვედრა ამ წუთებში იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები