პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან საზღვრის დახურვაზე: ესტონეთმა თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაძლოა ემოციურად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ქვეყნისთვის საბოლოოდ მავნებელია

ესტონეთის პრეზიდენტმა იულე მადიზემ განაცხადა, რომ რუსეთთან საზღვრის დახურვისას ქვეყანამ თავი უნდა აარიდოს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ემოციურად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ქვეყნისთვის საბოლოოდ მავნებელი.

ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან საზღვრის დახურვაზე: ესტონეთმა თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაძლოა ემოციურად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ქვეყნისთვის საბოლოოდ მავნებელია
იმედინიუსი

ესტონეთისა და რუსეთის საზღვრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებები ეკონომიკური, ჰუმანიტარული, დიპლომატიური და უსაფრთხოების ფაქტორების ანალიზზე დაყრდნობით უნდა იყოს მიღებული, - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, იულე მადიზემ.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი და იაფი საქონლის შესაძენად საზღვრის გადაკვეთა სრულად უნდა დასრულდეს, მადიზეს მიაჩნია, რომ დიპლომატიური და ჰუმანიტარული მგზავრობა შესაძლებელი უნდა დარჩეს და ესტონეთმა თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაძლოა ემოციურად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ქვეყნისთვის საბოლოოდ მავნებელია.

ესტონეთის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე სახმელეთო სასაზღვრო პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით მთავრობის მსჯელობაზე საუბრისას, მადიზემ აღნიშნა, რომ მტრის ქმედებებზე საზოგადოების აღშფოთება გასაგებია, თუმცა პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა გონივრულ და აწონ-დაწონილ მსჯელობას მოითხოვს.

„ვიმედოვნებ, რომ ამ გადაწყვეტილების ეკონომიკური, ჰუმანიტარული, დიპლომატიური და უსაფრთხოების ფაქტორების ანალიზი ბოლომდე მიიყვანეს, მისი გაცნობის საშუალება მეც მექნება და საბოლოო ნაბიჯიც ამ ანალიზზე დაყრდნობით გადაიდგმება“, - აღნიშნა მადიზემ.

„მსგავსი განცხადებების მიღმა არსებული ემოცია სავსებით ბუნებრივი და გასაგებია. მაგრამ არის კი ეს სწორი რეაქცია? არის თუ არა ის ადეკვატური? ემსახურება თუ არა ეს საერთაშორისო დონეზე ესტონეთის ინტერესებსაც? ხშირად, ემოციების აფეთქებისას, ეს კითხვები უყურადღებოდ რჩება. თუმცა საჭიროა, რომ ისინი დაისვას და მათზე პასუხიც გონივრულად და ცივი გონებით გაიცეს“, - აღნიშნა მან.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაშინაც კი, როდესაც საზოგადოებრივი წნეხი მიმართულია იმისკენ, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები შეცდომების დაშვებაზე წააქეზონ, ლიდერობა და სახელმწიფოებრიობის ტვირთი სწორედ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში მდგომარეობს, რომლებიც ესტონეთის ინტერესებს ემსახურება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები