პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პირველი დეკემბრიდან ესტონეთი ჩაკეტავს რუსეთთან საზღვარს

ესტონეთი 1-ელი დეკემბრიდან რუსეთთან ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს, რაც საგარეო მინისტრ მარგუს ცაჰკნას განცხადებით, თავდაცვით საწარმოზე ცეცხლის წაკიდების მცდელობაში რუსეთის გრუ-ს მონაწილეობის საპასუხო ზომაა.

პირველი დეკემბრიდან ესტონეთი ჩაკეტავს რუსეთთან საზღვარს
რადიო თავისუფლება

ესტონეთი პირველი დეკემბრიდან დახურავს ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს რუსეთთან. ამის შესახებ განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. მისი თქმით, ეს არის საპასუხო ზომა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) ქმედებებზე თავდაცვითი საწარმოსთვის ცეცხლის წაკიდების ორგანიზების საქმეში.

„გამშვები პუნქტების დახურვა შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობებს, მტრული საქმიანობა აწარმოოს ესტონეთის ტერიტორიაზე და გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად“, - დაწერა ცაჰკნამ.

მან ასევე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა თავის კოლეგებს ფინეთიდან, ლატვიიდან და ლიეტუვიდან.

ესტონეთისა და რუსეთის საზღვარზე მუშაობს სამი გამშვები პუნქტი: ნარვა - ივანგოროდი, კოიდულა - კუნიჩინა-გორა და ლუჰამაა - შუმილკინო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ესტონეთში დააკავეს ლატვიის რვა მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი საწარმოს, Threod Systems-ისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. ესტონეთის შინაგანი უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა დირექტორმა მარგო პალოსონმა განაცხადა, რომ კონტრდაზვერვამ დაადასტურა რუსეთის მონაწილეობა ცეცხლის წაკიდების მცდელობაში.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესტონეთის პრემიერი - გრუ-ს დაკვეთით ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე დივერსიული აქტის განხორციელება სცადეს, ეს რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია - ვერ დაგვაშინებენ, რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესაძლებლობისთვის ვემზადებითწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები