მარია ზახაროვა - თუ ესტონეთი რეალურად გეგმავს რუსეთთან სასაზღვრო-გამშვები პუნქტების დახურვას, ეს აგრესიული რუსოფობიის კიდევ ერთი გამოვლინებაა
ესტონეთის მიერ რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების დახურვის გეგმის შესახებ გავრცელებულ ცნობებს მარია ზახაროვამ „აგრესიული და შეუკავებელი რუსოფობია“ უწოდა.

რუსეთი გადაამოწმებს ინფორმაციას ესტონეთის მიერ ყველა სასაზღვრო პუნქტის დახურვის განზრახვის შესახებ. თუ ეს სიმართლეა, ეს იქნება რუსოფობიის კიდევ ერთი გამოვლინება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
“ამ ყველაფრის სანდოობას გადავამოწმებთ. თუმცა, თუ ეს მათი რეალური გეგმებია, მაშინ ისინი აგრესიული და შეუკავებელი რუსოფობიის მორიგი გამოვლინების ნაწილია”, - აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ, განაცხადა, რომ ესტონურ თავდაცვით კომპანიაზე განხორციელებული საბოტაჟის მცდელობის საპასუხოდ, ესტონეთი რუსეთთან სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტების დახურვისთვის ემზადება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…