პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავს

ესტონეთი რუსეთთან სასაზღვრო პუნქტების დახურვას 1 დეკემბრიდან გეგმავს; პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიჰალის თქმით, ეს გადაწყვეტილება თავდაცვით კომპანია Threod Systems-ზე რუსული GRU-ს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მოჰყვა.

ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავს
ნეტგაზეთი

ესტონეთი რუსეთთან საზღვრის დახურვას გეგმავს.

რუსეთთან საზღვრის დასახურად საჭირო ზომების მომზადების შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიჰალმა განკარგულება უკვე გასცა. მისი თქმით, ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო პუნქტების დახურვის პროცესი 1 დეკემბრიდან დაიწყება.

როგორც ესტონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, საზღვრის დახურვის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა მინისტრ განიხილა და დაავალა აუცილებელი ზომების მომზადება.

ეს განცხადება ესტონური თავდაცვითი კომპანია Threod Systems-ის წინააღმდეგ საბოტაჟის მცდელობის შემდეგ გაკეთდა. ესტონური მხარის ცნობით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (GRU) დავალებით Threod Systems-ზე თავდასხმა სცადეს. ეჭვმიტანილები ლატვიის მაცხოვრებლები არიან.

კრისტენ მიჰალის თქმით, ეს ინციდენტი აჩვენებს მთავრობისა და ბიზნესის თანამშრომლობის მნიშვნელობას, აგრეთვე მზაობის გაზრდას ევროპაში საბოტაჟის მიმდინარე საფრთხის ფონზე.

„თუ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული ოპერაციების ჩატარებას ესტონეთში, და ჩვენ ვიცით, რომ რუსული სადაზვერვო სამსახურები საზღვრის გადაკვეთის პუნქტებს ადამიანების სამიზნეში ამოსაღებად იყენებენ, მზად უნდა ვიყოთ რისკების შესამცირებლად. საზღვრის დაკეტვა შეამცირებს საფრთხეს ესტონეთის მაცხოვრებლებისთვის და მკაფიო სიგნალს გააგზავნის, რომ ესტონეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და თავდაცვით შესაძლებლობებზე თავდასხმები მიუღებელია“, – განაცხადა მიჰალმა.

ესტონეთის მიერ საზღვრის ჩაკეტვის გეგმებს „რუსოფობიის“ გამოვლინება უწოდეს რუსეთში.

„ჩვენ ვამოწმებთ ამ ინფორმაციის სინამდვილეს. მაგრამ თუ ეს ნამდვილად მათი გეგმებია, მაშინ ეს აგრესიული და შეუკავებელი რუსოფობიის ახალი გამოვლინებაა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიპირველი დეკემბრიდან ესტონეთი ჩაკეტავს რუსეთთან საზღვარს
  2. რუსთავი 2სამთავრობოესტონეთი რუსეთთან სახმელეთო საზღვარს პირველი დეკემბრიდან სრულად ხურავს
  3. იმედინიუსისამთავრობოესტონეთში თავდაცვის ინდუსტრიის საწარმოზე დივერსიის მცდელობა აღკვეთეს
  4. იმედინიუსისამთავრობოესტონეთში აცხადებენ, რომ დივერსიის მცდელობის გამო რუსეთთან ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტს კეტავენ
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთთან საზღვრის დახურვაზე: ესტონეთმა თავიდან უნდა აირიდოს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც შესაძლოა ემოციურად დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ქვეყნისთვის საბოლოოდ მავნებელიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები