ჩინეთში პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარეობს
ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინი და დონალდ ტრამპი ორმხრივ შეხვედრას მართავენ. მოლაპარაკებებში ორივე ქვეყნის მინისტრები და მაღალჩინოსნები მონაწილეობენ.

ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის ლიდერი დონალდ ტრამპის ორმხრივ შეხვედრას მართავენ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში იმართება.
რუსულ მხარეს პუტინის გარდა წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი, პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი და კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.
ამერიკულ მხარეს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი.
როგორც მედია იუწყება, ეს არის პირველი ორმხრივი შეხვედრა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთთან მოლაპარაკებები 2025 წლის აგვისტოში ქალაქ ანკორიჯში გამართეს. უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში ტრამპი და პუტინი ერთმანეთს მერვედ ხვდებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…