შალვა პაპუაშვილი “ოცნების“ ტროლად არის გადაქცეული - გიორგი სიორიძე
„ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „ოცნების ტროლად“ გადაქცევაში ადანაშაულებს და უარყოფს მის მტკიცებას, თითქოს პარტია ხელისუფლებისგან უკრაინაში მოხალისეთა რეისების დაორგანიზებას ითხოვდა.

შალვა პაპუაშვილი “ოცნების“ ტროლად არის გადაქცეული და ცდილობს, რაღაცა სიბინძურებით, ტყუილის კადრებით, გაავრცელოს თავიანთი პოპულისტური პროპაგანდისტული ნარატივი - ამის შესახებ “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც “ოცნების“ ყველაზე ბინძურ პროპაგანდას და სიბინძურის ნიაღვარს აფრქვევდა ხოლმე.
“ქართულ ოცნებას“ საინფორმაციო ომი წაგებული აქვს, წაგებული აქვთ პირწმინდად, ნულზე არიან დარჩენილები და რას ცდილობენ ამ დროს, ცდილობენ ახლა თავიანთი ბინძური პროპაგანდისტული მანქანის ამოქოქვას. როგორც ვნახეთ დღეს მაგალითად შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია კაცს და ქვეყანაში მეორე რანგით თანამდებობის პირია, პოლიტიკური თანამდებობის პირი, აკეთებს იმავეს, რასაც აკეთებს “პოსტივი“, “ოცნების“ ტროლად არის გადაქცეული და ცდილობს, რაღაცა სიბინძურებით, ტყუილის კადრებით, გაავრცელოს თავიანთი პოპულისტური პროპაგანდისტული ნარატივი, რომ, თითქოს, მაგალითად, “ძლიერი საქართველო ლელო“ ითხოვდა 2021 წელს, ის საპარლამენტო დეპუტაცია, რომელიც მაშინ გვყავდა , ითხოვდა ხელისუფლებისგან მოხალისეთა რეისების დაორგანიზებას, არასოდეს ასეთი რამ არ ყოფილა, არასოდეს მსგავსი ინიციატივა ჩვენ არც საჯარო ჟღერებია და მეტსაც გეტყვით ამის წინააღმდეგნი ვიყავით, ოღონდ აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის გმირი არის ყველა ის ჩვენი თანამემამულე, რომელიც ჩვენს ოკუპანტს ებრძვის უკრაინაში და დიდება იმ ბიჭების და გოგონების სულებს, რომლებიც დაეცნენ ამ ხუთი წლის განმავლობაში, თავიანთი სამშობლოს სიყვარულისთვის, ოღონდ როდესაც სახელმწიფო აორგანიზებს ამ ჩარტერულ რეისს, ეს სხვა საკითხია, ეს ჩვენ არასდროს მოგვითხოვია და შალვა პაპუაშვილისგან, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს, ეს არის ის ადამიანი, რომელიც ქართული ოცნების ყველაზე ბინძურ პროპაგანდას და სიბინძურის ნიაღვარს აფრქვევდა ხოლმე ყოველ კვირეულად, თითქოს, ჟურნალი ჰქონდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…