გიორგი სიორიძე - უნდა ვისხდეთ სხდომაზე ისეთი ეპიზოდების განხილვისას, რომელიც ჩვენი პარტიის შექმნამდე მომხდარ მოვლენებს ეხება - ეს არის აბსურდის თეატრის კიდევ ერთი დემონსტრირება
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესს „აბსურდის თეატრი“ უწოდა და განაცხადა, რომ სხდომაზე პარტიის დაფუძნებამდე მომხდარ ეპიზოდებს განიხილავენ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად აბსურდია ეს ყველაფერი, თუნდაც ერთად უნდა ვისხდეთ სხდომაზე ისეთი ეპიზოდების განხილვისას, რომელიც ჩვენს შექმნამდე მომხდარ მოვლენებს ეხება , - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო სხდომაზე დიდი დრო დაეთმო 2019 წლის დეკემბრამდე, ანუ პარტია „ლელოს“ დაფუძნებამდე მომხდარი მოვლენების განხილვას, რაც მათ პოლიტიკურ გაერთიანებას საერთოდ არ ეხება.
სიორიძის შეფასებით, დარბაზში „ლელოს“ მიმართ დასმული შეკითხვები და ბრალდებები „ქართული ოცნების“ მხრიდან აბსურდის თეატრის კიდევ ერთი დემონსტრირებაა.
„დიდი დრო დაეთმო ისეთ საკითხებს, რომლებიც მიემართებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ისეთ ეპიზოდებს, რომლებიც ხდებოდა მოვლენების სახით ჩვენი პარტიის შექმნამდე, 2019 წლის დეკემბრამდე...
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რამდენად აბსურდია ეს ყველაფერი - თუნდაც ერთად უნდა ვისხდეთ სხდომაზე პარტიის ისეთი ეპიზოდების განხილვისას, რომელიც ჩვენ საერთოდ არ მოგვემართება და, ლოგიკურად, ჩვენს შექმნამდე მომხდარ მოვლენებს ეხება. სხვა საკითხია სამართლებრივი შეფასება. „ქართული ოცნების“ სარჩელის აბსურდულობა დარბაზში დასმული შეკითხვების მიმართებაში და ის ბრალდებები, რომლებიც გაისმოდა „ლელოსთან“ დაკავშირებით, არის აბსურდის თეატრის კიდევ ერთი დემონსტრირება“,- აცხადებს სიორიძე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…