პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: რუსეთის სიღრმეში მიტანილი დარტყმები, რომლებიც მიმართულია რუსეთის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაზე, არ უწყობს ხელს ომის დასრულებას ან ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას

ნატო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ელბრიჯ კოლბი აცხადებს, რომ რუსეთის სიღრმეში მიტანილი დარტყმები ომის დასრულებასა და ფრონტზე რუსული ძალების შეკავებას ხელს არ უწყობს. მისი თქმით, შორ მანძილზე დარტყმების გაცვლაში უპირატესობა შესაძლოა მოსკოვის მხარეს აღმოჩნდეს.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე: რუსეთის სიღრმეში მიტანილი დარტყმები, რომლებიც მიმართულია რუსეთის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაზე, არ უწყობს ხელს ომის დასრულებას ან ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას
იმედინიუსი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის, ელბრიჯ კოლბის მტკიცებით, რუსეთის სიღრმეში მიტანილი დარტყმები, რომლებიც მიმართულია რუსეთის მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებაზე, არ უწყობს ხელს ომის დასრულებას ან ფრონტზე რუსული ჯარების წინსვლის შეკავებას. ეს შეფასება მან სამშაბათს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში „რამშტაინის“ ფორმატის სხდომის გახსნაზე გამოთქვა.

„მსგავსი დარტყმები, განსაკუთრებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მაგალითად, Wildberries-ის ობიექტებზე, სავარაუდოდ, განამტკიცებს რუსული საზოგადოების მტკიცე განწყობას და თავად კრემლის მზაობას ესკალაციისთვის“, - განაცხადა კოლბიმ.

პენტაგონის წარმომადგენლის შეფასებით, შორ მანძილზე დარტყმების გაცვლაში უპირატესობა საკმაოდ შესაძლებელია, რომ მოსკოვის მხარეს აღმოჩნდეს. ამასთან, თავის გამოსვლაში კოლბი არ საუბრობდა უკრაინაზე მიტანილ რუსულ დარტყმებზე, მათ შორის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

კოლბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს იმას, თითქოს უკრაინას აიძულებენ, იბრძოლოს „ხელებშებოჭილმა“. მისი თქმით, პარტნიორების დახმარებამ პირველ რიგში უკრაინულ ჯარებს უნდა მისცეს საშუალება, შეინარჩუნონ ფრონტის ხაზი და, სადაც შესაძლებელია, წინ წაიწიონ. როგორც მან განმარტა, ეს ამოცანა მოიცავს დარტყმებს ფრონტზე მყოფ რუსულ ძალებსა და პირდაპირ მათი უზრუნველყოფის ობიექტებზე. რუსული სამხედრო მანქანისთვის მიტანილმა დარტყმებმა ასევე შეიძლება შეანელოს რუსეთის ჯარების წინსვლა, აღიარა კოლბიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კვლავაც ისწრაფვის ომის დასრულებისკენ. თუმცა, მისი შეფასებით, რუსეთი განაგრძობს ადამიანური რესურსების მობილიზებას და სამხედრო ეკონომიკის გაძლიერებას ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის.

ამ პირობებში ნატოს წევრები მზად უნდა იყვნენ ომის გაგრძელებისა და უკრაინის მხრიდან დახმარების მუდმივი საჭიროებისთვის - ხაზგასმით აღნიშნა კოლბიმ. მისი თქმით, PURL-ის პროგრამით ამერიკული იარაღის მიწოდების დაფინანსებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა, ისევე როგორც კიევისადმი ზოგადი მხარდაჭერა, ევროპას დაეკისრება.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჯარედ კუშნერი: დახურული დისკუსიების მსვლელობისას რუსეთიც და უკრაინაც აცნობიერებენ, რომ ამ ომის შესაწყვეტად პრაქტიკული კომპრომისები იქნება საჭიროწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები