შალვა პაპუაშვილი: "ბათუმის პროცესი" მართლაც იქცა ქართულ "ნიურნბერგის პროცესად". საზოგადოება ხედავს სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას. ეს გაკვეთილად უნდა დარჩეს, რათა ყველამ გაიაზროს, რას ნიშნავს უცხოს მარიონეტად ქცევა
შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას ქართული „ნიურნბერგის პროცესი“ უწოდა და „ლელო“ სამშობლოს წინაშე დანაშაულსა და 2022 წელს ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში დაადანაშაულა.

საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში კადრებს აქვეყნებს, სადაც პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თორნიკე ართქმელაძისა და პარტიის თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებია ასახული, ხაზარაძის წინასაარჩევნო დაპირებას მისივე პარტიის წევრი საკონსტიტუციო სარჩელის განხილვისას სასამართლო პროცესზე სრულად უარყოფს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, "საზოგადოება თავის თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას".
მისივე თქმით, აღნიშნული კადრები გაკვეთილად უნდა დარჩეს, რათა ყველამ გაიაზროს, თუ რას ნიშნავს უცხოს მარიონეტად და სასარგებლო იდიოტად ქცევა.
"ერთ ვიდეოში მოცემული ვერდიქტი, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს.
სხვას რას უნდა მოველოდეთ თაღლითების პარტიისგან, გარდა იმისა, რომ რაც საარჩევნო პროგრამაში ეწერათ, შეიცხადონ, როდის გვითქვამსო?
მინდა აქვე გავიხსენო ეპიზოდი ჩვენი უახლოესი ისტორიიდან. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული. პარლამენტის წინ რადიკალური ოპოზიცია მიტინგებს მართავს და უკრაინაში მებრძოლების გაგზავნას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ეს სწორედ ის მიტინგებია, ნინო ლომჯარიამ სანქციების არდაწესებით გამოწვეული სირცხვილით წვას, ბომბების ცეცხლით წვა რომ ამჯობინა.
"ლელოს" მაშინდელმა საპარლამენტო შემადგენლობამ ჩემთან შეხვედრა ითხოვა. ახლაც მახსოვს, როგორ ვუყურებდი მაგიდის გადასწვრივ მსხდომ "ლელოს" პარლამენტიორებს, რომლებიც რუსთაველიდან შემოსულ შეძახილებზე მითითებით, მომიწოდებდნენ, მოთხოვნები გაგვეთვალისწინებინა - უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეები გაგვეგზავნა და რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა. ვუყურებდი საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ.
მათი ეს მოთხოვნა იმავე დღეებში, სხვადასხვა უცხოელი ემისრის დაჟინებულ რჩევებს და მოთხოვნებს რატომღაც საეჭვოდ ემთხვეოდა.
პრეზიდენტი ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ 2022 წელს პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ჩვენი გამოცდილებაც, გარკვეულწილად, ამ სიტყვებს ადასტურებს. 2022 წელს ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" ნაცვლად უცხო ძალების სამსახურში მყოფი ეს ჯგუფი რომ ყოფილიყო, საქართველოში ომი აუცილებლად იქნებოდა.
"ბათუმის პროცესი" მართლაც იქცა ქართულ "ნიურნბერგის პროცესად". მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას. ეს კადრები გაკვეთილად უნდა დარჩეს, რათა ყველამ გაიაზროს, რას ნიშნავს უცხოს მარიონეტად და სასარგებლო იდიოტად ქცევა", - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოებს აქვეყნებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაშალვა პაპუაშვილი – „ბათუმის პროცესი“ მართლაც იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“, მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
შალვა პაპუაშვილი - „ბათუმის პროცესი“ იქცა ქართულ „ნიურბერგის პროცესად“ - მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
შალვა პაპუაშვილი - „ბათუმის პროცესი“ იქცა ქართულ „ნიურნბერგის პროცესად“ - მთელი საზოგადოება თავისი თვალით ხედავს საკუთარი სამშობლოს წინაშე დამნაშავეების სასოწარკვეთილ თავის მართლებას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…