სიმართლე არის ჩვენს მხარეს, არანაირ ბრალდებას არ აქვს საფუძველი - გიორგი სიორიძე
საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება. „ლელოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი აბსურდულია და ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე სარჩელის განხილვა დღეს 12 საათზე იწყება. სხდომა დღესაც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. დღეს მოსამართლეთა პლენუმის კითხვებს ჯერ "ლელოს", შემდეგ კი გახარიას პარტიის წარმომადგენლები უპასუხებენ.
მოსარჩელე მხარის განცხადებით, ოპოზიციას არსებულ სარჩელთან დაკავშირებით არგუმენტები არ აქვს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიზანმიმართულად ცდილობს.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის განცხადებით, სიმართლე მათ მხარეს არის და არანაირ ბრალდებას საფუძველი არ აქვს.
"სიმართლე არის ჩვენს მხარეს, არანაირ ბრალდებას არ აქვს საფუძველი, არც სამართლებრივი, არც ფაქტობრივი. შესაბამისად, ნებისმიერი სიტყვის თქმის შესაძლებლობა არის შესაძლებლობა, საზოგადოებამ დაინახოს კიდევ ერთხელ, რამდენად აბსურდულია "ქართული ოცნების" სარჩელი", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…