პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

23,9 მილიონი გორგილაძის ქუჩის აყრასა და მოწყობაზე – ბათუმის მერიის 2027 წლის ბიუჯეტი

თბილისის მერია

ბათუმის მერია გორგილაძისა და მიმდებარე ქუჩების სრული რეაბილიტაციისთვის თითქმის 24 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. პროექტი მრავალწლიანია და სამუშაოები 2028 წლამდე გაგრძელდება.

23,9 მილიონი გორგილაძის ქუჩის აყრასა და მოწყობაზე – ბათუმის მერიის 2027 წლის ბიუჯეტი
ბათუმელები

2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მომავალ წელს მერია გორგილაძის ქუჩის კეთილმოწყობას, სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. მერიის ინფორმაციით, ასევე მოეწყობა ბარათაშვილის [მემედ აბაშიძიდან გორგილაძემდე], მელიქიშვილისა და გრიბოედოვის [რუსთაველიდან გორგილაძემდე] ქუჩების მონაკვეთები.

პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვლება სანიაღვრე და წყალმომარაგების სისტემები, მოეწყობა გარე განათება, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროექტი მრავალწლიანია.

ქუჩის რეაბილიტაციის ბიუჯეტი, ჯამში, 23 მილიონ 942 049 ლარია, აქედან 12 მილიონის ლარის ღირებულების შესყიდვას მერია 2027 წელს გეგმავს, დარჩენილი თანხით კი სამუშაოებს 2028 წელსაც გააგრძელებენ.

ეტაპობრივად ჩაკეტავს მერია ქუჩას სამუშაოების ჩასატარებლად, თუ ასფალტს ჯერ ერთ მხარეს აყრიან, შემდეგ კი მეორე მხარეს, ეს ამ დროისთვის ვერ დავაზუსტეთ. დეტალები შეიძლება ცნობილი გახდეს საკრებულოში პროექტის განხილვისას.

გასულ ზაფხულს ქვაფენილი აყარეს რუსთაველსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, დააგეს ახალი ასფალტი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 22 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გორგილაძის ქუჩა ბათუმში მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია, ყოველ შემთხვევაში ის არ არის მათ ჩამონათვალში, რომელზეც მოქალაქეები მუდმივად ჩივიან დაზიანების, ორმოებისა და სახიფათო ინფრასტრუქტურის გამო. ის იმ ფონზე, როცა ბათუმში არსებობს არაერთი ქუჩა, სადაც წლები ითხოვენ ასფალტის დაგებას, გარეგანათებასა თუ შუქნიშნებს.

პროექტის მიხედვით, ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი 545 მილიონი ლარია, მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მომავალ წელს მერიას 141 მილიონი აქვს გათვალისწინებული.

კიდევ რომელ ქუჩებზე დაიწყებს მერია მომავალ წელს გზების რეაბილიტაციას ამაზე „ბათუმელები“ ეტაპობრივად გამოაქვეყნებს ინფორმაციას.

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
ბათუმში, ვარდების ბაღისა და კიდევ 3 სკვერის ქვეშ მერია პარკინგის მოწყობას გეგმავსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები