პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები 8,2 მილიონით იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, მერიაში, საკრებულოსა და მის ააიპ-ებსა თუ სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები 8,2 მილიონი ლარით იზრდება და 70 მილიონს გადააჭარბებს. მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება კი 810 ლარით მოიმატებს და თვეში 10 410 ლარი გახდება.

ბათუმის მერიასა და საკრებულოში ხელფასები 8,2 მილიონით იზრდება – 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი
ბათუმელები

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ბათუმის მერიაში, საკრებულოსა და მერიის ააიპ-ებსა თუ სსიპ-ებში დასაქმებულთა ხელფასები, მიმდინარე წელთან შედარებით, ჯამში, 8,2 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა [მომუშავეთა რიცხოვნობა] 2 987 ადამიანით არის განსაზღვრული, ხოლო მათი შრომის ანაზღაურებისთვის – 61 883 600 ლარი.

ქალაქის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასაქმებულთა რაოდენობა არის 2 959 ადამიანი, მათი ხელფასებისთვის კი 70 138 300 ლარია გაწერილი.

უშუალოდ ბათუმის საკრებულოში ხელფასებისთვის 2027 წელს 2 469 100 ლარი დაიხარჯება, ხოლო ბათუმის მერიაში – 5 762 000 ლარი.

2027 წლიდან იზრდება მუნიციპალიტეტის მერების და საკრებულოს თავმჯდომარეების ხელფასებიც. შესაბამისად, ბათუმის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი 810 ლარით გაიზრდება და დღეს არსებული 9 600 ლარის ნაცვლად, 2027 წლის იანვრიდან 10 410 ლარი იქნება.

ბათუმის 2027 წლის ბიუჯეტი მთლიანობაში 614 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. 2026 წლის ბიუჯეტი კი 593 924 100 ლარით.

ბათუმის საკრებულომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის საკრებულოში შესვლის შესახებ განცხადება 13 ნოემბერს, საღამოს საათებში გამოაქვეყნა. 16 ნოემბრისთვის კი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა ჩანიშნეს.

2027 წლიდან ხელფასები ეზრდებათ იმ საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც ხელფასს აჭარის ბიუჯეტიდან იღებენ.

ამ თემაზე:

2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან ხელფასებში 7,5 მილიონით მეტი, ჯამში 91,1 მილიონი ლარი დაიხარჯება

მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
10 თვეში, მშენებლობის მოსაკრებლიდან ბათუმის მერიამ 24 მილიონი ამოიღო – უპრეცედენტო ზრდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები