ჯეი დი ვენსის განცხადებით, ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან დაპირისპირება დაუსრულებელ ომად იქცეს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან დაპირისპირება დაუსრულებელ ომად იქცეს და თუნდაც ორწლიან ვალდებულებად ჩამოყალიბდეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, რომ ირანთან დაპირისპირება დაუსრულებელ ომად იქცეს, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა.
„ის [ტრამპი] არ დაუშვებს, რომ ეს დაუსრულებელ ომად იქცეს. მათ, ვისაც სურთ, რომ ეს ომი დაუსრულებელი გახდეს, შეუძლიათ, რამდენიც უნდათ, მაკრიტიკონ. ჩვენ სწორედ იმის პირობა დავდეთ, რომ ამას აღარ გავაკეთებდით. ამერიკელ ხალხს შევპირდით, რომ დაუსრულებელი ომები აღარ იქნებოდა. არ დავუშვებთ, რომ ეს 10-15-წლიან ან, სიმართლე რომ ვთქვათ, თუნდაც ორწლიან ვალდებულებად იქცეს“, - განაცხადა ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში.
როგორც ვენსმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ნეოკონსერვატორი და სხვა პირი მოითხოვს, რომ აშშ ირანში სამუდამოდ დარჩეს, ასე არ მოხდება.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ეს არ მოხდებოდა“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…