ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოს
დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოს. მისი მტკიცებით, აშშ ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზადაა ირანზე სამხედრო დარტყმები უყოყმანოდ განაახლოს.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჟამად მოვლენები კარგად ვითარდება და ირანის რეგიონიდან „ომის დაწყებამდე პერიოდთან შედარებით“ უფრო მეტი ნავთობი გადის.
მიუხედავად იმისა, რომ ჰორმუზის სრუტეში გავლილ გემებზე თითქმის ყოველდღიური თავდასხმები გრძელდება, ტრამპი ამტკიცებს, რომ აშშ სრუტეს სრულად აკონტროლებს.
„პასუხი ასეთია: თუ დავინახავ, რომ მოვლენები სხვა მიმართულებით ვითარდება, [ირანზე დარტყმას მივიტან]. შესაძლებელია, ეს ზუსტად ახლაც გავაკეთო“, - აცხადებს ტრამპი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…