„სერბეთის რესპუბლიკა დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას და არ შემოიღებს შემზღუდველ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ“ - სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „სტუდენტური სია“ ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნა, დოკუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების კურსსა და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ითვალისწინებს
სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „სტუდენტური სია“ ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდველ ზომებს არ დააწესებს და ამავე დროს ევროკავშირში გაწევრიანების კურსს გააგრძელებს.

სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პარტიამ „სტუდენტური სია“ ოფიციალური პროგრამა გამოაქვეყნა - დოკუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების კურსსა და რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
„სტუდენტური სია“ ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავებას გეგმავს, განსაკუთრებით კი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც სერბეთს უკვე მჭიდრო ურთიერთობები აქვს - ესენია საბერძნეთი, იტალია, უნგრეთი და საფრანგეთი. გარდა ამისა, პარტია პირობას დებს, რომ ძალისხმევას არ დაიშურებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ე.წ. ბენჩმარკების შესრულების შეფასების ანგარიშის მისაღებად.
„მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ მართლმსაჯულებისა და ძირითადი უფლებების, ასევე მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროებში. გავაღრმავებთ თანამშრომლობას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რათა მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი განვითარების პროექტების დასაფინანსებლად გრანტები და სხვა სახის ფინანსური მხარდაჭერა მოვიპოვოთ“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ამავდროულად, „სტუდენტური სია“ პირობას დებს, რომ რუსეთთან ტადიციულ პარტნიორობას შეინარჩუნებს და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს არ დააწესებს.
„განსაკუთრებით ჩვენივე ისტორიული გამოცდილებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ზომების პირდაპირი შედეგების გათვალისწინებით, სერბეთის რესპუბლიკა დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას და არ შემოიღებს შემზღუდველ ზომებს რუსეთის წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენ მხარს დავუჭერთ საერთაშორისო სამართლის პრინციპულ პოზიციას ყველა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, კერძოდ კი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის პატივისცემის შესახებ“, - აღნიშნულია პროგრამაში.
პარტიის გეგმების თანახმად, სერბეთი სტრატეგიულ კურსად სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. სახელმწიფო უწყებებში საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით კი „სტუდენტური სია“ რეფორმებს აანონსებს, რომლებიც ნეპოტიზმისა და მსგავსი ტრადიციების დასრულებას ისახავს მიზნად.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…