პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში პროევროპული პარტიების გაუქმების საქმეზე მხოლოდ ერთი პოლიტიკური დასკვნა დევს და გაუგებარია, რა სტანდარტით ხელმძღვანელობს სასამართლო.

ლევან ბეჟაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლომ გვითხრა, გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ, იქ დაგიწერთ რა სტანდარტით ვიხელმძღვანელეთო, აი, ეს არის საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ითხოვენ განმარტებას, რა სტანდარტებით ხდება პროევროპული პარტიების გაუქმება.

„ჩვენ გვქონდა სასამართლოსთან შუამდგომლობა, მთელი ამ 14 - დღიანი საპროცესო მოქმედებების დროს, ვერცერთმა მხარემ და ვერც საზოგადოებამ, ვერ გაიგო რა დანაშაული მიუძღვის პოლიტიკურ პარტიებს, რის გამოც მოსარჩელეს უნდა ამ პარტიების გაუქმება.

ვითხოვთ კონკრეტული პარტიების მიმართ ცალკე ბრალდებების ჩამოყალიბებას, რაც მთავარია მტკიცებულებების გამოქვეყნებას.

საქმეში არის მხოლოდ ერთი მტკიცებულება, პოლიტიკური დასკვნა, პოლიტიკური საგამოძიებო ორგანოს, რომელიც იყო ერთპარტიულ რეჟიმში ჩამოყალიბებული და ფუნქციონირებდა, ამიტომ არ შეიძლება ერთი პოლიტიკური დოკუმენტის საფუძველზე ხდებოდეს ხუთი პროევროპული პარტიის გაუქმება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ბეჟაშვილი – მესმის ბატონ მიხეილ სააკაშვილის პათოსი, თუმცა ჩვენი სამართლებრივი არგუმენტაცია ეფუძნება კონსტიტუციასა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები