პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ხაბეიშვილი - ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა - გამოფხიზლდით, კლავიატურა და პულტები დაწვით, ფეხზე ადექით!

ნაციონალური მოძრაობაქართული ოცნება

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გავრცელებულ წერილში ბიძინა ივანიშვილს ერის დამცირებასა და ახალგაზრდების გაუბედურებაში ადანაშაულებს და მოსახლეობას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს.

ლევან ხაბეიშვილი - ვეთანხმები მეუფე იობს, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ხმა ღვთისა და ხმა ერისა - გამოფხიზლდით, კლავიატურა და პულტები დაწვით, ფეხზე ადექით!
ინტერპრესნიუსი

ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა! , - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ქართველ ერს „ამცირებს და აპატარავებს“.

„ივანიშვილი გვამცირებს, გვაპატარავებს! პირდაპირი მნიშვნელობით გვაცოტავებს. მუდმივად გვიმეორებენ, რომ პატარა ქვეყანა და მცირე ერი ვართ... არავინ არ ვართ, რუკაზე არ ვჩანვართ, ცოტანი ვართ და ასე შემდეგ!

რეალურად, უდიდესი ერი ვართ და ჩვენი დონის, დროის, ისტორიით თითზე ჩამოსათვლელი თუ დაიკვეხნის. არც ცოტანი ვართ! არანაირი 3 მილიონი და მცირე არ ვართ!

3 მილიონი და 2 მილიონი დაგვტოვეს საქართველოში და დანარჩენი გააქციეს, „გადაასახლეს“ საქართველოდან!

ქართველები მინიმუმ 7-8 მილიონი ვართ, თუ არა 10 მილიონი - მიმოფანტული, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში!

არც ასეთი მცირე ვართ, რომ ასე ვიკნინებდეთ თავს და გვაგუებდნენ „პატარაობას“, არაფრობას.

ჩვენი 1/3 არ არის ისრაელი და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ერია, ქვეყანაა! თავაწეული, ღირსეული და არასდროს „იპატარავებენ“ თავს. ტერიტორიას, რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ 3-ჯერ მეტნი ვართ ქართველები, ვიდრე მუდმივად ჩაგვჩიჩინებენ. ამასაც იმიტომ აკეთებენ, რომ ამბიცია არ გვქონდეს. რომ სოფელი ვართ, არავინ ვართ, უძლურები და „ჩმორები“ ვართ! ამას „გვასწავლის“ ბიძინა... ისეთი ჩმორები, რომ მუხლის კანკალით, ფორთხვით უნდა ვეახლოთ ჩვენი დედების, ძმების გამჟლეტ, დამხვრეტ რუსეთს და ყველა მეგობარს შევუბღვიროთ, გავლანძღოთ - ვინც მოგვიწოდებს ვიყოთ სახელმწიფო და არა რუსეთის გუბერნია!

ნამუსი ახადა სახელმწიფოს, დაგვცინა, მასხრად აგვიგდო! ყაველაშვილს პრეზიდენტი დაარქვა, ზარქუას პარლამენტარი, წულუკიანს მინისტრი, ნანა კაკაბაძეს პატრიოტი, ანწუხელიძეს პიარს შეწირული, კობახიძეს პრემიერი და ა.შ.

მიზანმიმართულად მკვლელი ნარკოტიკი დაყარა ყველა სადარბაზოში და ახალგაზრდების გაუბედურება, გენოფონდის განადგურება განიზრახა.

გარყვნა, თაღლითებად ზრდის ქოლცენტრებში ნარჩევ თაობას.

არაკაცობა, ჩაშვება, ერთმანეთის დაწიოკება, ანტიქრისტიანული ქმედებები ყოველდღიურ ნორმად აქცია.

არ შევეგუოთ! არ დავნებდეთ! დიდი ერი ვართ! ძალიან ბევრნი ვართ!

ღირსეული, მებრძოლი, უტეხი სულის პატრონი ერი ვართ! დავითის, ილიას, თამარის, ამბროსის, მერაბის ერი, მშობელი სახელმწიფო ვართ!

ნუ დავიმცირებთ თავს და ეშმაკისეულ, თანამედროვეობის ავაზაკად ქცეულ, მზაკვარ, გულმხეც ივანიშვილს ნუ წავაშლევინებთ ჩვენი სამშობლოს კვალს. გამოფხიზლდით! კლავიატურა და პულტები დაწვით! ფეხზე ადექით!”, - ნათქვამია წერილში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. TV პირველიოპოზიციურილევან ხაბეიშვილი: გამოფხიზლდით! - ვეთანხმები მეუფე იობს! ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
„ვეთანხმები მეუფე იობს! მან თქვა: ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! ხმა ღვთისა და ხმა ერისა!“ – ლევან ხაბეიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები