პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მეუფე იობს ივანიშვილმა აგინა - ლევან გოგიჩაიშვილი

ტელეიმედიქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, რომ მეუფე იობზე შეტევა თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო საპასუხოდ გამოყენებული პირები და ტროლები მხოლოდ მისი ინსტრუმენტები არიან.

მეუფე იობს ივანიშვილმა აგინა - ლევან გოგიჩაიშვილი
TV პირველი

მეუფე იობზე შეტევა, თავიდან ბოლომდე ორგანიზებული იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, - “გახარია საქართვლოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა დიანა ტრაპაიძის “პოლიტიკურ ამბებში“ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ივანიშვილმა “მიუქსია“ ეს ხალხი, რადგან ამ მასშტაბის ტროლები სხვა შემთხვევაში არ ამუშავდებოდნენ.

გოგიჩაიშვილის თქმით, მას “სწორედ ამისთვის ჰყავს ნაცვლიშვილები, ქართველიშვილი, აბაშიძე, მთელი სატროლეთი, ნახირი, რომ თავიდან ბოლომდე ამ ილუზიით და სიბინძურით გააქვთ თავი.“

მეუფე იობზე შეტევა, თავიდან ბოლომდე ორგანიზებული იყო ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ივანიშვილმა მიუქსია ეს ხალხი, რადგან ამ მასშტაბის “ქოცების“ ტროლები რომ ამუშავდება, თავის საინფორმაციოებით, “იმედი“ რომ ამუშავდება, ამას მხოლოდ ერთი ადამიანი უკეთებს ორგანიზებას, ასე მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესების გამო მუშაობენ, ამიტომ, მეუფე იობს და ამ ხალხს, აგინა ივანიშვილმა, უბრალოდ ესენი იყვნენ ინსტრუმენტები. თვითონ ახლა მაგის გამბედაობა არ ჰყოფნის, გამოვიდეს და თუნდაც ზომიერების ფარგლებში პასუხი გასცეს, ამიტომ ჰყავს ამისთვის ეს სიბინძურე ნაცვლიშვილები, ქართველიშვილი, აბაშიძე, მთელი სატროლეთი, ნახირი, რომ თავიდან ბოლომდე ამ ილუზიით და სიბინძურით გააქვთ თავი. “ქართული ოცნების“ ტროლობა ამ თემაზე ჩამოიშალა. შედით ამ ტროლების გვერდზე რა ხდება, ამის გამძახილია დღეს კობახიძის გამოგორება, პირველივე ჯერზე რომ უარყო, ნაცვლიშვილი პარტიის წევრი არ არისო ...რასაც ისინი პირიდან უშვებენ და რა პოსტებსაც წერენ, ის უწერს, არათუ პარტიის წევრი არ არის, ის არის ამის გენერატორი, გამავრცელებელი და დისტრიბუტორი, უბრალოდ კობახიძეები და პაპუაშვილები პირს აღებენ. ეს არის ოცნების გუნდი - ფარისეველი, ერთმანეთის გამყიდველი, ჯერ მდინარაძე უარყო კობახიძემ, ახლა ნაცვლიშვილი არაა ჩვენი პარტიის წევრიო, აი, რომ ვუყურებ კობახიძეს გამზაადებული მოწმეა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის პირველი ჩამშვები, მას ჩამშვების როლი ჰქონდა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მეტი ფუნქცია არ ჰქონია, ენა მიჰქონდა ივანიშვილთან საკუთარი გუნდის წევრებზე, ესაა მისი ბუნება, ყველაფრის სხვაზე დაბრალება, ჩაშვება, უარყოფა, აბა, მაგის ლამაზი თვალების გამო კი არ არის პრემიერ მინისტრი, - აბობს გოგიჩაიშვილი.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ივანიშვილმა აგინა წმინდა სინოდის წევრს, [ნაცვლიშვილმა] გამოხატა ივანიშვილის პოზიცია - გოგიჩაიშვილის შეფასებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები