პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია "ნაციონალური მოძრაობის" შუამდგომლობაზე: წარმოუდგენელია სასამართლომ გარკვეულ მტკიცებულებებს მისცეს შეფასება, წინასწარ თქვას და უთხრას მხარეს, რომ ეს არის ცხადი, დამაჯერებელი და ა.შ

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. რევაზ ნადარაიას განცხადებით, წარმოუდგენელია სასამართლომ გარკვეულ მტკიცებულებებს წინასწარ მისცეს შეფასება.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე 4 საათია სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა 3 ასპექტს ითვალისწინებდა, მისი ძირითადი მოთხოვნა იყო კონკრეტულ საქმესთან მიმართებით სასამართლოს კონკრეტული სტანდარტები განესაზღვრა.

მოსამართლეთა პლენუმმა განმარტა, რომ უკვე მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება.

შუამდგომლობას მოსარჩელე მხარე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ზაზა ბიბილაშვილი ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს, ფაქტებზე არასწორად საუბრობს, რაც ცდება სამართლებრივ საკითხებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ აღნიშნა, რომ სასამართლო მხოლოდ ცხადად დამაჯერებელ მტკიცებულებებს დაეყრდნობა, სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია გარკვეული შეფასების მიღება სასამართლოს მხრიდან.

"შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ კმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო: მხარე პრაქტიკულად ასაჩივრებს იმ განჩინებებს, რა განჩინებებიც პლენუმის მიერ ადრე იქნა მოცემული საქმის განხილვის ეტაპზე გამოტანილი. სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული განჩინებები უკვე გადახედვებს არ ექვემდებარება.

ერთგვარად, იკითხება ის, რომ მხარეს სურს წინასწარ უთხრას სასამართლოს თუ რა მტკიცებულებებს რისთვის გამოიყენებს და რა მიზნობრიობით - სარჩელის დაკმაყოფილების თუ დაუკმაყოფილებლობის კუთხით.

ეს არის წარმოუდგენელი. სასამართლო დაეყრდნობა, რა თქმა უნდა, ცხად და დამაჯერებელ მტკიცებულებებს და რა იქნება ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, ამას სასამართლო შეაფასებს გადაწყვეტილებაში. წარმოუდგენელია, სასამართლომ გარკვეულ მტკიცებულებებს მისცეს შეფასება წინასწარ და უთხრას მხარეს, რომ ეს არის ცხადი, დამაჯერებელი, ეს ადასტურებს სარჩელის პრეტენზიას, ეს არ ადასტურებს და ა.შ." - აცხადებს რევაზ ნადარაია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურისაკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ უკვე მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება
  2. პირველი არხისამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ შუამდგომლობა, სასამართლოს მხარეებისთვის წინასწარ დაედგინა, რას ედავებიან და რა არის სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც თავი უნდა დაიცვან
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბონუს ეტაპი აქვს მოსარჩელე [„ოცნების“] მხარეს? – ბიბილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები