პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კამათი სასამართლოში - „ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სანქციებსა და სალომე ზურაბიშვილზე ჰკითხეს

საკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე დავისას „ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციას სანქციებსა და სალომე ზურაბიშვილზე ჰკითხეს, რაზეც ენმ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირების დასანქცირება ქვეყნის დასანქცირებას არ ნიშნავს.

კამათი სასამართლოში - „ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს სანქციებსა და სალომე ზურაბიშვილზე ჰკითხეს
TV პირველი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მხარეებს შორის კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება.

სხდომაზე მოსარჩელე მხარის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოპასუხე მხარის წარმომადგენლებს კითხვები პოლიტიკურ პროცესებსა და საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით დაუსვეს.

დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი სვამს კითხვას, მიიჩნევენ თუ არა, ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუცია აქვს დარღვეული.

მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ კითხვა განსახილველ საკითხს არ მიემართება.

მმართველი გუნდის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა მოპასუხეებს მიმართა კითხვით, ადასტურებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეების, მოსამართლეების, პროკურორებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე, ზაზა ბიბილაშვილმა კითხვას ბუნდოვანი უწოდა.

მისი თქმით, გაუგებარია, კონკრეტულად რომელ სანქციებსა და ვისთან დაკავშირებით ისმება შეკითხვა, რის გამოც მან კითხვა დაუკონკრეტებლად შეაფასა.

ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, კონკრეტული პირებისთვის სანქციების დაწესება არ ნიშნავს საქართველოს ან ქართველი ხალხის დასანქცირებას. მისი თქმით, მოსარჩელე მხარე შეგნებულად ურევს ერთმანეთში ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ზომებს.

კონკრეტული თანამდებობის პირის ან კონკრეტული სხვა პირის დასანქცირება არ ნიშნავს სახელმწიფოს დასანქცირებას ან საქართველოს დასანქცირებას, ან საქართველოსთვის ზიანის მიყენებას. მოსარჩელე მხარე შეგნებულად აკეთებს ამ აღრევას, შეგნებულად ვიმეორებ, როდესაც, მაგალითად, ესა თუ ის სანქცია დაწესებულია კონკრეტული პირის მიმართ, პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რომ ეს არის მიმართული ქართველი ხალხის მიმართ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და სინამდვილეში ასე არ არის.

არსებობს სრულად ლეგიტიმური ვერსია, რომელსაც მე ვიზიარებ, იმის შესახებ, რომ ზოგიერთი სანქცია შეიძლება იყოს, პირიქით, ქართველი ხალხის საერთო მტრის — რუსეთის წინააღმდეგ. მაგალითად, ის სანქციები, რომლებიც დაუწესდა ბატონ, ამჟამად უკვე რომანოვად წოდებულ ფარცხალაძეს.

ყველასთვის დადგენილი ფაქტია, რომ აღმოჩნდა "ეფესბეს" მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოში მუშაობდა რუსული ინტერესების გასატარებლად. დაასანქცირეს ეს პირი. ახლა ამ ლოგიკით რა გამოდის? ამ ადამიანზე, რომელსაც ისინი იცავდნენ პირობითად გუშინწინ და ჩვენ ვამბობდით, რომ დასასანქცირებელი იყო, აღმოჩნდა, რომ სწორი ყოფილა ჩვენი პოზიცია"- თქვა ბიბილაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ოპოზიციის რეიტინგი და პარტიების პასუხისმგებლობა - რაზე მსჯელობენ საკონსტიტუციოშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები