დენის შმიჰალი იყო იმ მომენტისთვის უკრაინის პრემიერ-მინისტრი და, რა თქმა უნდა, ითხოვდა იმას, რაც უკრაინისთვის იყო სწორი. მე რა შუაში ვარ ან სალომე სამადაშვილი დენის შმიჰალთან? - გრიგოლ გეგელია
ირაკლი კუპრაძე და გრიგოლ გეგელია უარყოფენ, რომ „ლელო“ უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას ითხოვდა, და პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვენ.

ითხოვდნენ თუ არა "ლელოს" წარმომადგენლები საქართველოდან უკრაინაში მოხალისეების გაგზავნას - ირაკლი კუპრაძე ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება პარტიაში არასდროს გაუკეთებიათ და ბრალდებების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარისგან მტკიცებულებებს ითხოვს. არქივი "ლელოს" ლიდერების არაერთ განცხადებას ინახავს, სადაც ისინი უკრაინაში მოხალისეების არგაგზავნის გამო მთავრობას მწვავედ აკრიტიკებენ.
"ქართულ ოცნებაში" იხსენებენ ოპოზიციის აქციებსაც, რომელსაც ორი მოთხოვნა ჰქონდა - სანქციების დაწესება და უკრაინაში მოხალისე მებრძოლების გაგზავნა.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, უკრაინის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის მოწოდებები უკრაინის ინტერესებიდან გამომდინარეობდა და მას და სალომე სამადაშვილს ამასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ.
"დენის შმიჰალი იყო იმ მომენტისთვის უკრაინის პრემიერ-მინისტრი და, რა თქმა უნდა, ითხოვდა იმას, რაც უკრაინისთვის იყო სწორი. მე რა შუაში ვარ ან სალომე სამადაშვილი დენის შმიჰალთან? ჩვენ იმას ვაკეთებდით, რაც ჩვენ გვეგონა საქართველოსთვის სწორი. არასდროს ჩვენი პოზიცია არ ყოფილა, რომ რაიმე ფრენა უნდა ყოფილიყო უკრაინაში. ჩვენში ვგულისხმობ "ლელოს"", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" საერთაშორისო მდივანი გრიგოლ გეგელია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…