პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ უკვე მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობაქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა მტკიცების სტანდარტების განსაზღვრაზე არ დააკმაყოფილა. მოსამართლე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ პლენუმის მიერ მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ უკვე მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება
ინტერპრესნიუსი

მოდით, ჩამოყალიბდით, ამ სარჩელს აქვს მტკიცებულები თუ არა, ჩამოყალიბდით ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე, რომელიც არაერთია სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, პასუხები გაქვთ თუ არა , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა.

ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა 3 ასპექტს ითვალისწინებდა და მისი ძირითადი მოთხოვნა ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებით სასამართლოს კონკრეტული სტანდარტები განესაზღვრა.

“საკონსტიტუციო სასამართლომ საქმის არსებით გადაწყვეტამდე განჩინება მიიღოს ან წერილობითი განმარტება გასცეს, რომლითაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეში განსაზღვრავს. 1. თითოეული მოპასუხესთან მიმართებით საქართველოს კონსტიტუციის 23 მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ წინაპირობასთან მიმართებაში მტკიცების საგანს. 2. პოლიტიკური პარტიების საქმიანობის კონსტიტუციურობის პრეზუმფციის გათვალისწინებით მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. 3. მტკიცების სტანდარტს და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტებს - ეს არის ჩვენი შუამდგომლობა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ იმხელა საქმეს ვეჭიდებით, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომ მე არ ვიცი, 20-30 წუთი ან თუნდაც დღე რა კავშირში შეიძლება იყოს იმ შესაძლო კატასტროფულ შედეგებთან, რომელიც შეიძლება ამ საქმეს მოჰყვეს, არა მხოლოდ პარტიების აკრძალვით, არამედ იმით თუ რუსეთი ამ სარჩელით რას “გაიპრავებს”. სასამართლო დგას შემდეგი არჩევანის წინაშე, რომ განსაზღვროს სასამართლომ სტანდარტები ახლა და შესაბამისად მხარეებს საშუალება მისცეს, რომ სრულად დაიცვან თავისი და შესაბამისად ქვეყნის ინტერესები ან მერე პოსტ ფაქტუმ გვითხრას უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაში ის, რაც ჩვენ ახლა შეგვეძლო და უნდა გვცოდნოდა. მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც თქვენი განჩინებით დადგენილია, რომ ეს სტანდარტები არ არსებობს და დასადგენია. შუალედური გადაწყვეტილებით ან განმარტებით ის სტანდარტები დადგინდეს, რომლითაც ჩვენ ახლა დარჩენილ საპროცესო ეტაპებზე თავი უნდა დავიცვათ”, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის ამ შუამდგომლობას გამოეხმაურა მოსარჩელე მხარე და განმარტა, რომ ზაზა ბიბილაშვილი უმაღლეს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად იყენებდა, მისი შუამდგომლობა ცდებოდა სამართლებრივ საკითხებს და ფაქტებზე არასწორად საუბრობდა.

“ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა გამოიყენა ტრიბუნა იმ ყველაფრის გასაკეთებლად, რაც ახსნა განმარტების დროს უკვე ნათქვამი იყო, ამის მიზანიც საინტერესოა. სამართლებრივ საკითხებს საერთოდ ცდება, პოლიტიკურ საკითხებზეც გააკეთა მან განცხადება, ჩვენ მოგვმართა, ფაქტებზე ხომ საერთოდ არასწორად ისაუბრა, მთავარი იცით რა არის? “ზაზა სასწრაფოდ მოდი უკან და აჩვენე კლასი, შეახსენე , რომ უამრავი ღალატის ხელში შეიქმნა წარმატებული სახელმწიფო წარმატებული პოლიტიკოსების ჯგუფის მიერ” ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია. სამი დღის განმავლობაში მოსამართლეების კითხვებზე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან მოსამართლის ციტირებაზე და კითხვებზე პასუხი, რომ არ იყო ისეთი, როგორიც მათ შეიძლებოდა გაეცათ მოსამართლის აცილება დააყენეს, რომ ასეთი კითხვები აღარ დასმულიყო. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი ტყუილი გაჟღერდა და ეს ტყუილები, საზოგადოების შესაბამის შეფასებას, რომ იმსახურებს ბატონმა ზაზამ ახლა ეს ტრიბუნა გამოიყენა, რათა პოლიტიკური გამოსვლა გაეკეთებინა და მათ შორის აბსოლუტური ტყუილი ეთქვა, სასამართლოს 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით. თურმე როგორ გაბედა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ კონკრეტულ ღონისძიებას დაესწრო. ბატონო ზაზა მე ვიცი თქვენი კვალიფიკაციის შესახებ და დარწმუნებული ვარ თქვენ კარგად იცით, რომ ნორმატკონტროლის შემთხვევაში, აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტი არის მოპასუხე და რა გავაკეთოთ? რადგან მოპასუხეა და რწმუნებას კონკრეტული წარმომადგენლების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს გამოდის, რომ საკონსტიტუციოს არც ერთ ღონისძიებას არ უნდა დაესწროს?

რას ითხოვს “ნაციონალური მოძრაობა”, თუ მაგალითად “ახალი ცვლილებებისათვის” ბატონი გვარამია სულ რამდენიმე დღის წინ ითხოვდა, რომ გადაწყვეტილების ერთ-ერთი კომპონენტი ანუ როდის უნდა შევიდეს ძალაში წინასწარ გაეჟღერებინათ და მიეღოთ გადაწყვეტილება, ახლა ბატონი ზაზა ბიბილაშვილი ითხოვს, რომ რა სტანდარტები უნდა იყოს გამოყენებული და კონკრეტული ფაქტები, როგორ უნდა შეაფასოს პლენუმმა წინასწარ იმსჯელოს და დაადგინოს. მოდით, ჩამოყალიბდით, ამ სარჩელს აქვს მტკიცებულები თუ არა, ჩამოყალიბდით ჩვენ მიერ წარმოდგენილ ბრალდებებზე, რომელიც არაერთია სისტემურ და სისტემურ დანაშაულებთან დაკავშირებით, პასუხები გაქვთ თუ არა და დაანებეთ თავი იქ დაბრუნებას რაზეც 13 დღის წინ ვიყავით. მე-14 დღეა და 13 დღის წინ საუბრობდით არ ვიცით ვინ რას გვედავებაო და დღეს გამოდიხართ, როდესაც მოსამართლეებმა პასუხები თითქმის დაასრულეს პარტიებთან და ისევ ამბობთ არ ვიცით ვინ რას გვედავებაო. არ შეიძლება უბრალოდ და გთხოვთ ბატონო მოსამართლე უზრუნველყოთ, რომ არ იქნას უმაღლესი ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისათვის გამოყენებული და იმ ეტაპზე დასაბრუნებლად, რომელიც უკვე გაიარა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ”, - განაცხადა გორდულაძემ.

მოსამართლეთა პლენუმმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ზაზა ბიბილაშვილის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ “სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება”.

“შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და არ კმაყოფილდება შემდეგ გარემოებათა გამო, მხარე პრაქტიკულად ასაჩივრებს და თავისი შუამდგომლობის შინაარსით არ მოსწონს, ის განჩინებები, რაც პლენუმის მიერ საქმის განხილვის ეტაპზე იქნა მხარეთა შუამდგომლობის პასუხად გამოტანილი. სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული განჩინებები გადახედვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება მტკიცებულების სტანდარტთან დაკავშირებით ერთგვარად იკითხება, რომ მხარეს სურს სასამართლომ წინასწარ უთხრას თუ რა მტკიცებულებებს რისთვის და რა მიზნობრიობით გამოიყენებს. ეს არის წარმოუდგენელი”, - განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. შემოვიდა სარჩელი, სასამართლო იხილავს სარჩელს და თქვენ ამბობთ - გვკრძალავენ. ანუ, მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ? განხილვაზე უარი ვთქვათ?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები