პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო პარლამენტის თავმჯდომარის გარდა. ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, კონფერენციაზე იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიაზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია ზაზა ბიბილაშვილს პასუხობს და აცხადებს, რომ სასამართლოს საიუბილეო კონფერენციაზე მოსარჩელეებიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა, ხოლო საპირისპირო მტკიცება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.

რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო პარლამენტის თავმჯდომარის გარდა. ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა, კონფერენციაზე იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიაზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები
იმედინიუსი

რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებას.

კერძოდ, ზაზა ბიბილაშვილმა თქვა, „სხვათა შორის, მე არ მომილოცია სასამართლოს 30 წლისთავი, რომელიც წინა თუ იმის წინა კვირაში აღნიშნეთ მოსარჩელე მხარესთან ერთად“.

„რაც შეეხება კონფერენციას, მოწვევასთან დაკავშირებითაც გამოიხატა პრეტენზიები და არავისთან ვარ ვალდებული [ავუხსნა], ვინ მოვიწვიეთ და ვინ არა. იყო სამეცნიერო საზოგადოება და გახსნით ცერემონიაზე იყვნენ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები. რაც შეეხება მოსარჩელეებისკენ ხელის გაშვერას, რომ კონფერენცია აღინიშნა მოსარჩელეებთან ერთად, არცერთი არ იყო, პარლამენტის თავმჯდომარის გარდა. ესეც საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა“, - დასძინა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურირევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე - იქ იყო სამეცნიერო საზოგადოება და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
რაც მეტ ინფორმაციას მიიღებს სასამართლო მხარისაგან საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, არის უმჯობესი. ვერავინ მოახერხებს, რომ აცილების შუამდგომლობით მოსამართლეს შეეზღუდოს ობიექტური შეკითხვის დასმა - რევაზ ნადარაიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები