რევაზ ნადარაია ბიბილაშვილს: ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. შემოვიდა სარჩელი, სასამართლო იხილავს სარჩელს და თქვენ ამბობთ - გვკრძალავენ. ანუ, მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ? განხილვაზე უარი ვთქვათ?
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილის ბრალდებას, თითქოს ოპოზიციას კრძალავენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა უწოდა და განაცხადა, რომ სასამართლო მხოლოდ შემოსულ სარჩელს იხილავს.

ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებას: „საქართველოში მთლიანად ოპოზიციას კრძალავთ“.
რევაზ ნადარაიას თქმით, სასამართლო საქმეს იხილავს.
„ბატონო ზაზა, რატომ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში. ანუ, რა პრეტენზია გაქვთ სასამართლოსგან? შემოვიდა სარჩელი, სასამართლო იხილავს სარჩელს და თქვენ ამბობთ - გვკრძალავენ. ანუ, მართლმსაჯულებაზე უარი ვთქვათ? განხილვაზე უარი ვთქვათ? ვიხილავთ საქმეს“, - აღნიშნა მან.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…