პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია არდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი

ნაციონალური მოძრაობაშინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი რაფი ორუჯოვი, რომელმაც ქილერის მოძიება 25 000 დოლარად დაავალა.

ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია არდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი
ნეტგაზეთი

ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული გარდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი რაფი ორუჯოვია.

„რადიო მარნეულის“ ცნობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქვემო ქართლის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა.

რაფი ორუჯოვის დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს, 17 ნოემბერს, ბრიფინგი გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ორუჯოვმა ნაცნობს დაავალა, რომ 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ყოფილი ცოლის მოსაკლავად ქილერი მოეძებნა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა“, – აცხადებს შსს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს და სასჯელის სახედ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიცოლის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
  3. TV პირველიოპოზიციურიკაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ცოლის მოსაკლავად ქილერს ეძებდა, ამტკიცებს, რომ "პროვოკაცია" მოუწყვეს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
შსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, „ქილერის“ მოძიება დაავალა - ბრალდებული მკვლელობას იმ დროს ითხოვდა, როცა მათი 3 არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები