პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ცოლის მოსაკლავად ქილერს ეძებდა, ამტკიცებს, რომ "პროვოკაცია" მოუწყვეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვი ყოფილი ცოლის მკვლელობის 25 000 დოლარად შეკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია.

კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ცოლის მოსაკლავად ქილერს ეძებდა, ამტკიცებს, რომ "პროვოკაცია" მოუწყვეს
TV პირველი

კაცი, რომელიც გამოძიების მტკიცებით, ცოლის მოსაკლავად ქილერს ეძებდა, ბრალს არ აღიარებს. რაფი ორუჯოვი ამბობს, რომ პროვოკაციის მსხვერპლია.

ეს ამბავი იზოლატორიდან დაკავებულის ადვოკატმა გამოიტანა. საქმეში კი მის წინააღმდეგ დევს ჩანაწერები, რითაც დგინდება, რომ კაცი მზად იყო 25 ათასი დოლარი გადაეხადა იმ ქილერისთვის, ვინც მის ყოფილ ცოლს მოკლავდა.

დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს, რომ კონკრეტულად მსგავსს ადგილი არ ჰქონია, არასდროს მაგის სურვილი არ ჰქონდა, უარყოფს, კატეგორიულად უარყოფს. არსად არ ამბობს, რომ მე შენ ამ თანხას მოგცემ, კონკრეტულად ამისთვის. ქილერისთვის არ იყო ეს თანხა განკუთვნილი, მაგ კადრების გარდა არის სხვა კადრებიც, რომელიც საქმეში დევს, ეგ რეალობას არ შეესაბამება, სინამდვილეში ის, ვინც იყო ჩანერგილი, თავად თავისი ინიციატივით იყო მისული, - ამბობს ანდრონიკ სარიბეკოვი.

კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეეს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია.

შსს-ს ცმობით დაკავებულმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

საქმის მასალების მიხედვით, კაცმა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18 -109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 2ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიცოლის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანია
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულია არდაბნის საკრებულოს ყოფილი წევრი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
კაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები