პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, გარდაბანში მცხოვრებმა კაცმა ყოფილი ცოლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარად „ქილერის“ მოძიება დაავალა; ბრალდებული დაკავებულია.

დაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - შსს
რუსთავი 2

სამართალდამცველებმა ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - წერია განცხადებაში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. TV პირველიოპოზიციურიკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდა
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, „ქილერის“ მოძიება დაავალა - ბრალდებული მკვლელობას იმ დროს ითხოვდა, როცა მათი 3 არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა
  3. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის მოსაკლავად ე.წ.ქილერის დაქირავებას ცდილობდა
  4. ფორმულაოპოზიციურინაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირი
  5. ალიაოპოზიციურიკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდა – რა მოხდა გარდაბანში
  6. რუსთავი 2სამთავრობობრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საქმის დეტალებზე
  7. ბათუმელებიოპოზიციურიშსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები