პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც 25 000 დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიებით ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობას ამზადებდა.

შსს-ს ცნობით, დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი ცოლის მკვლელობას გეგმავდა
ბათუმელები

პოლიცია აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობას ამზადებდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა“ – წერს შსს გავრცელებულ პრესრელიზში.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა.

ბრალდებულის სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც ბრალდებული ნაცნობს უკავშირდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 3ნეიტრალური 1
  1. რუსთავი 2სამთავრობოდაკავებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა და ნაცნობ პირს 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა - შსს
  2. TV პირველიოპოზიციურიკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდა
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიშსს - დაკავებულია პირი, რომელმაც ყოფილი მეუღლის მკვლელობა განიზრახა და ნაცნობს 25 000 დოლარის სანაცვლოდ, „ქილერის“ მოძიება დაავალა - ბრალდებული მკვლელობას იმ დროს ითხოვდა, როცა მათი 3 არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა
  4. იმედინიუსისამთავრობოსამართალდამცველებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის მოსაკლავად ე.წ.ქილერის დაქირავებას ცდილობდა
  5. ფორმულაოპოზიციურინაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად - დაკავებულია 1 პირი
  6. ალიაოპოზიციურიკაცმა ყოფილი ცოლის მკვლელობა შეუკვეთა და 25 000 დოლარად ქილერს ეძებდა – რა მოხდა გარდაბანში
  7. რუსთავი 2სამთავრობობრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი საქმის დეტალებზე
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
,,დანაშაულს წინ უძღოდა ქონებრივ საკითხებთან დაკავშირებული გარემოებები“ – შსს ცოლ-ქმრის მკვლელობის დეტალებს ასაჯაროებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები