ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადების საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი
ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობის მომზადებისთვის გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვი დააკავეს, რომელმაც შსს-ს ცნობით ქილერის მოსაძებნად 25 000 დოლარი შესთავაზა ნაცნობს.

მამაკაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადებაშია ბრალდებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია. ინფორმაციას „კვირის პალიტრა“ ავრცელებს.
ადგილობრივები გამოცემასთან ყვებიან, რომ რაფი ორუჯოვს ყოფილ მეუღლესთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა და დიდი ხანია, რაც მათ სასამართლო დავა აქვთ.
„რაფი ორუჯოვი დაკავებულია. მას გარდაბანში ყველა იცნობს. ყველამ იცის მისი კონფლიქტები ყოფილ ცოლთან, აიგუნ მაგალოვასთან. დიდი ხანია, მათ სასამართლო დავა აქვთ, გაშორებულები არიან, მაგრამ ქმარი დედისთვის შვილების წართმევას ცდილობდა. ახლა გავიგეთ, რომ ცოლის მოკვლას გეგმავდა.
ვიცი ის, რომ ცოლთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა. რაფი ორუჯოვი ადრე გარდაბანში საკმაოდ გავლენიანი პირი იყო - "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, კირკიტაძის მარჯვენა ხელი გახლდათ“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა „კვირის პალიტრასთან“.
ცნობისთვის, პოლიციამ ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბრალდებული ნაცნობ პირს დაუკავშირდა და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მკვლელობის განხორციელებას იმ დროს ითხოვდა, როდესაც მათი სამი არასრულწლოვანი შვილი დედასთან არ იქნებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…