პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„რურუას სიცოცხლეში რატომ ვერ თქვა: მე 35 წლის ხაინდრავა კამერით ვიყავი იქ და აი, სტუდენტი ნიკა ესროდაო“ – ეკა წამალაშვილი

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი გოგა ხაინდრავას მეტეხის ხიდზე ავტობუსის დაცხრილვის ამბავზე ტყუილში ადანაშაულებს და კითხულობს, რატომ არ გააკეთა მან ბრალდებები ჯაბა იოსელიანისა და ნიკა რურუას სიცოცხლეში.

„რურუას სიცოცხლეში რატომ ვერ თქვა: მე 35 წლის ხაინდრავა კამერით ვიყავი იქ და აი, სტუდენტი ნიკა ესროდაო“ – ეკა წამალაშვილი
ალია

ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი:

„იმ ავტობუსის დაცხრილვის დროს გოგა ხაინდრავა იყო 35 წლის კაცი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ჩამოყალიბებული, ბევრი რამის მნახველი, დაახლოებით მაგ ასაკისა გახდა მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი და უზარმაზარი პასუხისმგებლობის ამკიდებელი. ჰოდა, რომ ამბობს ახლა: ციხიდან ახალი გამოსული იქ კამერით ვაიყავი და ჩემი ბრალი არაფერიაო, აღარ უშლიან? ჯერ ერთი რომ არსებობენ ცოცხალი ადამიანები, ვინც იმ ღამეს მეტეხის ხიდზე ნახეს და ახსოვთ რა ეჭირა ხელში – კამერა თუ ავტომატი, მეორე – არსებობს ჯაბა იოსელიანის “სამი განზომილება” და მასში დატოვებული სამხილები. ჯაბა იოსელიანს თავისი ცოდვები ეყოფა, მაგრამ მატყუარა არ ყოფილა, ასეა ცნობილი, არ იტყუებოდა. და მთავარი: “სამი განზომილება” იოსელიანმა 1995 წელს დაწერა, მალევე გამოიცა, იოსელიანი 2003 წელს გარდაიცალა. მის სიცოცხლეში რატომ იყო გატრუნული ხაინდარავა? რატომ არ დაიცვა თავი საჯაროდ, როცა წიგნში ჯაბა იოსელიანმა პირდაპირ დაასახელა მეტეხის ხიდეზე ავტობუსის დაცხრილვის ოპერაციის მონაწილედ? იმიტომ რომ პასუხს მიიღებდა და უარეს ლაფში ამოისვრებოდა, თან ჯაბას ვერ გაუბედავდა ზედმეტებს. მხოლოდ მისი გარდაცვლების მერე დაიწყო ამ უმძიმეს ამბავზე თავის მართლება და გარდაცვლილს დააბრალა მატყუარობა. მერე , “ვარდების რევოლუციის” პერიოდში ფოტოებზე ნიკა რურუასთან ერთად რომ პოზირებდა ან ერთ გუნდში რომ იყვნენ, მაშინ რატომ ვერ თქვა ის, რასაც ახლა ამბობს? ან მას მერე, რაც სააკაშვილს და მის თანამებრძოლენს მოსისხლე მტრად მოეკიდა რატომ არ თქვა? რისი მოერიდა? ნიკა რურუას სიცოცხლეში რატომ ვერ თქვა: მე 35 წლის ხაინდრავა კამერით ვიყავი იქ და აი, სტუდენტი ნიკა ესროდაო. იმიტომ ვერ თქვა, რომ მწარე პასუხს მიიღებდა, იმიტომ რომ იტყუება. ეს იქით იყოს, 35 წლის მოწიფულ ხაინდრავას რა ჯანდაბა უნდოდა იმ ღამეს მეტეხის ხიდზე დავუშვათ კამერით? ( მარა არიფი არვინაა). რა კინოს იღებდა იქ? და კამერით თუ იყო და ხედავდა ხალხით სავსე ავტობუსს მასთან ერთად მყოფები ტყვიას უშენდნენ, რატომ დააფარათ ხელი? იქ ხალხი დაიხოცა! რატომ არ დაგმო მეორე დღეს იქ მომხდარი, რატომ არ გაემიჯნათ, რატომ არ დაასახელა მკვლელების სახელები და გვარები ? რას ზეიმობდა? ვის ატყუებს ახლა? გარდაცვლილებს რანაირად აბეზღებს და ტენის ტყუილებს ეს ლაჩარი კაცი? ფუუფ, კი არ მიკვირს, მარა არ ვიცი რა ვთქვა. საზომია იმის როგორი არ შეიძლება იყოს ადამიანი. მე კარგა ხნის წინ მოვამზადე დოკუმენტური ფილმი 1992 წლის შობას მეტეხს ხიდზე მომხდარზე და იქ თვითმხილველები ყვებიან ვინ ნახეს იქ და როგორ ნახეს გოგა ხაინდრავა – კამერით თუ ავტომატით. მოვძებნი და განახებთ გამეორებით“

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ირაკლი ჭეიშვილი: ჩვენ ვრჩებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების სურვილისა და ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ბურთი არის ევროკავშირის მხარეს. ჩვენ არაფერს ვაფუჭებთ ამ პროცესში. ვიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსწაიკითხე

უახლესი ამბები