ცოლის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანია
„პირველების“ ცნობით, ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია, რომელმაც ქილერის მოსაძებნად 25 000 დოლარი შესთავაზა ნაცნობს.

"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც ყოფილი მეუღლის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეეს, გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე რაფი ორუჯოვია.
შსს-ს ცმობით დაკავებულმა განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა.
საქმის მასალების მიხედვით, კაცმა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ბრალდებული დაუკავშირდა ნაცნობ პირს და 25 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ე.წ. ქილერის მოძიება დაავალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18 -109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…