ღარიბაშვილის პროცესი, რომელიც გაურკვეველი ვადით იყო გადადებული, ჩაინიშნა 20 ნოემბერს
ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც გაურკვეველი ვადით იყო გადადებული, 20 ნოემბერს ჩაინიშნა. გამოძიების თანახმად, ჯუანშერ ბურჭულაძემ ქრთამის სახით მიღებული თანხიდან ექს-პრემიერს 750 000 ლარი გადასცა.

ღარიბაშვილის პროცესი, რომელიც გაურკვეველი ვადით იყო გადადებული, ჩაინიშნა 20 ნოემბერს 16:00 საათზე ჩაინიშნა.
საუბარია ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე. ექს-პრემიერის ადვოკატები ამბობენ, რომ ღარიბაშვილი აპირებს დაესწროს ყველა პროცესს.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, – ბურჭულაძის ჩვენებით, – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…