ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა – ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
ექს-პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა და სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა, სადაც მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მას ქრთამის სახით მიღებული 750 000 ლარი გადასცა.

ექს-პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა. საქმეს მიხეილ შაყულაშვილი ჩაეხსნა. მას სოსო ბარათაშვილი შეცვლის.
საქმეში ადვოკატის სტატუსით გამოჩნდა ლალი აფციუარი. მთავრობის ყოფილი მეთაურის ინტერესებს ისევ იცავს ლილი გელაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა – ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის წინააღმდეგ აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე დაიწყო.
ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, – ბურჭულაძის ჩვენებით, – თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ახალი ბრალდება 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2026 წლის იანვარში გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით, ირაკლი ღარიბაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა უნდა მოიხადოს.
ექსპრემიერმა ბოლო პერიოდში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, არაერთი განცხადება გამოაქვეყნა,ისაუბრა „მისი და მისი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმაზე“.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიღარიბაშვილმა სასამართლოში გადაყვანაზე უარი თქვა
- TV პირველიექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია - ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
- TV პირველიღარიბაშვილმა ადვოკატი შეცვალა - ექს გუბერნატორ შაყულაშვილს სოსო ბარათაშვილი ანაცვლებს
- ინტერპრესნიუსითბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - ბრალდებული პროცესს არ ესწრება
- ალიაექს-პრემიერმა სასამართლოს ბოიკოტი გამოუცია – ღარიბაშვილი პროცესს არ ესწრება
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.