პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებზე პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს

საქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებზე გამოძიება არ დაიწყება, რადგან ისინი კონკრეტულ დანაშაულზე ინფორმაციას არ შეიცავს, თავად ღარიბაშვილმა კი ციხეში მისულ გამომძიებელს ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა.

ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებზე პროკურატურა გამოძიებას არ დაიწყებს
ნეტგაზეთი

პროკურატურის ცნობით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებების გამო გამოძიება არ დაიწყება, ვინაიდან მათ განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულზე კონკრეტულ ინფორმაციას.

როგორც პროკურატურა აცხადებს, დღეს, 16 ნოემბერს, გამომძიებელი ციხეში ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, რათა გასაუბრებოდა და საჯარო განცხადებაში მითითებული გარემოებები დაეზუსტებინა, თუმცა ექსპრემიერმა მათ უარი განუცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

„საქართველოს პროკურატურაში, სახალხო დამცველის აპარატიდან, 2026 წლის 11 ნოემბერს შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა.

აღნიშნულ წერილს თან ერთვოდა ელექტრონული ბმულები, რომელთაგან ერთი შეეხებოდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის – იოსებ ბარათაშვილის მიერ 2 ნოემბერს მედიასთან გაკეთებულ კომენტარს, ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ხოლო მეორე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 9 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას, მის მიმართ განხორციელებული ქმედებების შესახებ, რომელსაც ის მიიჩნევდა არაკანონიერად.

ვინაიდან, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გაცხადებული ინფორმაცია და ზემოაღნიშნულ წერილში მითითებულ ელექტრონულ ბმულებში მოყვანილი გარემოებები იყო ზოგადი და არ შეიცავდა კონკრეტული დანაშაულის ნიშნებს, დღეს, 16 ნოემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელი, შეხვდა მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს, გასაუბრებისა და მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებაში მითითებული გარემოებების დაზუსტების მიზნით, თუმცა მსჯავრდებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა უარი განაცხადა ინფორმაციის მოწოდებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია“, – აცხადებს პროკურატურა.

2 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა განაცხადაა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფსიქოლოგიური წამების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

ადვოკატის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოში თავად განაცხადა, რომ მასზე ფსიქოლოგიური და მორალური წამება განხორციელდა.

9 ნოემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გავრცელებულ წერილში თქვა, რომ მის მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და წამებას, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას.

ღარიბაშვილის თქმით, ამ „უმძიმესი დანაშაულის“ შესახებ საჯაროდ 17 აგვისტოს განაცხადა და მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ვალდებული იყო, გამოძიება დაეწყო, ეს ამ დრომდე არ მომხდარა.

როგორც ღარიბაშვილი ამბობს, მისი დაცვის მხარეს არ მიეცა უფლება, რომ სასამართლოში წარედგინა საკვანძო მტკიცებულება – „შანტაჟის წერილი“, რომელიც, მისივე ცნობით, ციხეში მამუკა მდინარაძემ შეუგზავნა.

„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.

18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.

ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.

20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.

ღარიბაშვილი პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 6ოპოზიციური 4ნეიტრალური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
  2. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურა: სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა წერილი, რომელიც მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტს შეეხებოდა - ვინაიდან, ღარიბაშვილისა და მისი კანონიერი ინტერესების დამცველი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
  3. POSTVსამთავრობოპროკურატურა: “ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, აღნიშნულის საფუძველზე გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია”
  4. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებას არ დაიწყებს
  5. ფორმულაოპოზიციურიPOG: ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს
  6. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ვინაიდან, ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავს დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, გამოძიების დაწყება ყოველგვარ სამართლებრივ საფუძვლებს მოკლებულია
  7. ალიაოპოზიციურიპროკურატურა ღარიბაშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  8. TV პირველიოპოზიციურიპროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიება
  9. იმედინიუსისამთავრობოპროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატს პასუხობს: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელი
  10. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურა: ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია - აღნიშნულ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს
  11. POSTVსამთავრობოპროკურატურა ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: „თუ ინფორმაცია ბუნდოვანია, ან საჭიროებს დამატებით გარემოებების დაზუსტებას, ამ შემთხვევაში ბუნებრივად, საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკის შესაბამისად, საგამოძიებო დანაყოფი განმცხადებელთან გასაუბრების გზით ცდილობს არსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული ბუნდევანების აღმოფხვრას, რაც სავსებით კანონიერია და სამართალწარმოებისას არასდროს დავის საგანი არ გამხდარა“
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა - ადვოკატმა განმარტა, რომ კოდექსი არ ითვალისწინებს პირთან გასაუბრებას და ამიტომ არ მიაწოდა ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურის გამომძიებელს გასაუბრების ფორმატში ინფორმაცია, ამ მოსაზრებას პროკურატურა არ იზიარებს
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გამოძიების დაწყების საკითხი გადაწყდება ირაკლი ღარიბაშვილთან გასაუბრების შემდეგ - პროკურორიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები