კოსი: "ოცნების" წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა არ სურთ, რადგან უმაღლეს დონეზე არ ვიწვევთ
ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე მიწვევის მიუხედავად არ ჩადიან, რადგან მათ უმაღლეს დონეზე არ იწვევენ. კოსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ამჟამად მხოლოდ ქაღალდზეა.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა დაკავშირებადობის სამიტზე საქართველოს არყოფნის გადაწყვეტილება შეაფასა.
"მოხარული ვარ, რომ გუშინ გვყავდა დიდი რაოდენობით ახალგაზრდა წარმომადგენელი საქართველოდან. ვესაუბრე მათ და კვლავ სწამთ ქვეყნის ევროპული მომავლის. სწორედ ამიტომ აქვს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ ქაღალდზეა [კანდიდატის სტატუსი]. სანამ ქვეყანა არ წაიწევს წინ იმ სფეროში, რომელსაც ფუნდამენტურს ვუწოდებთ, გზას ვერ გავაგრძელებთ. არსებობს საბჭოს დასკვნა როგორ შეგვიძლია მაღალ დონეზე მუშაობა საქართველოსთან. ორჯერ თუ სამჯერ მოვწვიეთ საქართველოს წარმომადგენლები დაკავშირებადობის ღონისძიებებზე, მაგრამ არასდროს ჩამოსულან. ჩვენ ვცდილობთ მათთან მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის, რადგან არ ვიწვევთ მათ უმაღლეს დონეზე", - თქვა კოსმა.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში უსაფრთხოებისა და დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველო კვლავ დაბალ დონეზე მიიწვიეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლები შეხვედრას არ ესწრებიან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაჩვენ ვცდილობთ (საქართველოს მთავრობასთან) მუშაობას, ვიწვევთ, მაგრამ სურვილი არ აქვთ ჩამოსვლის – მარტა კოსი
საქართველოსთან ჩართულობას ვცდილობთ, მაგრამ დაკავშირებადობის ნაწილშიც არსებობს პირობები — კოსი
მარტა კოსი: კიდევ ერთი მიმართულება, რომელშიც საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება შეგვიძლია, დაკავშირებადობაა. ვგულისხმობ, თუ როგორ შეგვიძლია ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის უკეთესი კავშირების დამყარება, საქართველო სწორედ ამ მარშრუტზე მდებარეობს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…