პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში გამართული ბრძოლის შემდეგ ადგილობრივ მთავრობას მიმართა და უსმან ნურმაგომედოვისა და ინციდენტში მონაწილე სხვა პირების გათავისუფლება სთხოვა. ქართველი მებრძოლის თქმით, სპორტსმენებს შორის მსგავსი დაპირისპირებები შესაძლოა მოხდეს.

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ში (RAF) ბრაზილიელი მარლონ მორაესი წუთნახევარში (4:2) დაამარცხა.

ბრძოლის შემდეგ მერაბმა აბუ-დაბის მთავრობას მიმართა და უსმან ნურმაგომედოვისა და იმ პირების გათავისუფლება სთხოვა, რომლებმაც 11 ნოემბერს აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ინციდენტში მიიღეს მონაწილეობა.

"თუ შეგიძლიათ, მივმართავ აბუ-დაბის მთავრობას, ან ვისაც ამ საკითხში დახმარება შეუძლია, გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით, გთხოვთ, რადგან ჩვენ მხოლოდ მებრძოლები ვართ. ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე მინდა რომ ისინი გათავისუფლდნენ", - განაცხადა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, 11 ნოემბერს დვალიშვილსა და მის მეგობარს, საბა ლაზიშვილს, სასტუმროში უსმან ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვის წევრები თავს დაესხნენ. მომხდარის შემდეგ ქართველი სპორტსმენები დააკავეს, თუმცა 13 ნოემბერს გაათავისუფლეს, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირებს, მათ შორის UFC-ის მებრძოლ უსმან ნურმაგომედოვს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯათ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
  2. იმედინიუსისამთავრობომერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
  3. რუსთავი 2სამთავრობომერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
  4. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე - აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს
  5. იმედინიუსისამთავრობოსაბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„მინდა, გათავისუფლდნენ“, - გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მასზე თავდამსხმელების გათავისუფლება ითხოვა
მასალის შესახებპირველწყარო: სპორტალი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვანწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები