პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე - აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბის ხელისუფლებას უსმან ნურმაგომედოვისა და მისი თანმხლები პირების გათავისუფლების თხოვნით მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმროში მომხდარი თავდასხმის გამო მათ 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ.

მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე - აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს
ინტერპრესნიუსი

აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები, - ამის შესახებ ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში Real American Freestyle-ის ფარგლებში გამართული ბრძოლის შემდეგ განაცხადა.

“აბუ-დაბის მთავრობას თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები და, გთხოვთ, გამოუშვით. ვინაიდან უბრალოდ მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს. მინდა, რომ გამოვიდნენ,” - განაცხადა დვალიშვილმა.

11 ნოემბერს, აბუ-დაბიში, UFC-ის მებრძოლი მერაბ დვალიშვილი და მოჭიდავე საბა ლაზიშვილი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები გახდნენ - ინციდენტი სასტუმროს ფოიეში მაშინ მოხდა, როცა მერაბ დვალიშვილს დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილეობდა საბა ლაზიშვილი.

მომხდართან დაკავშირებით სამართლებრივი პროცედურები დაიწყო. პოლიციამ დაპირისპირების ყველა მონაწილე პოლიციაში გადაიყვანა.

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის ფაქტზე, უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, თავად მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი კი, ინციდენტის ამსახველი ვიდეოს გავრცელებისთვის დააჯარიმეს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1ნეიტრალური 2
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
  2. იმედინიუსისამთავრობომერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
  3. სპორტალინეიტრალური[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
  4. რუსთავი 2სამთავრობომერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
  5. იმედინიუსისამთავრობოსაბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„მინდა, გათავისუფლდნენ“, - გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მასზე თავდამსხმელების გათავისუფლება ითხოვა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
„მინდა, გათავისუფლდნენ“, - გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მასზე თავდამსხმელების გათავისუფლება ითხოვაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები