დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში დაკავებული პირების გამო ჩივილს არ აპირებს და მათ გასათავისუფლებლად ყველაფერს აკეთებს. მებრძოლის თქმით, ინციდენტი მხოლოდ სპორტსმენებს შორის მოხდა და ის არ უკავშირდება საქართველოსა და დაღესტანს შორის კონფლიქტს.

მერაბ დვალიშვილისა და საბა ლაზიშვილის აბუ-დაბიში გათავისუფლების შემდეგ, UFC-ს მებრძოლმა გოგა ჭიკაძემ მათთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა. კომენტარი დვალიშვილმა გააკეთა.
„არავის წინააღმდეგ ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერ შესაძლებელს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან. მთელი ძალით ვცდილობთ.
საქართველოში ჩემს მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ახმედ გაჯიმაგომედოვმა მითხრა: „ვიდრე აქ ვარ, უმარზე არ ილაპარაკო. როცა წავალ, შეგიძლია მასზე ისაუბრო“. რუსულად მიყვიროდა, რის შემდეგაც პროვოკაციას წამოვეგე და ისეთი რეაქცია მქონდა, როგორიც ნებისმიერ მამაკაცს ექნებოდა.
მერე, როდესაც მივხვდი, რომ საქართველოში ვიყავი, ყველა ჩემს ქართველ მეგობარს ჩხუბი სურდა, ვუთხარი, რომ ასე არ შეიძლებოდა. მას ვკითხე, უნდოდა თუ არა ხელი ჩამოერთმია. დამთანხმდა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით. ამით ყველაფერი დასრულდა.
მე მიყვარს დაღესტანი, განსაკუთრებით შრომისმოყვარე ხალხი. აქ საუბარი არ არის დაღესტანსა და საქართველოს შორის რაიმე კონფლიქტზე. ეს უბრალოდ მებრძოლებს შორის მომხდარი ამბავი იყო“, - თქვა დვალიშვილმა კრის უაიდმანთან ვიდეოში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…