მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესთან გამარჯვების შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა ქვეყნის ხელმძღვანელობას ჩხუბში მონაწილე დაკავებული პირების გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა - ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიელ მარლონ მორაესს სძლია.
დვალიშვილი პირველ წამებზე 0:2-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ჩოქბჯენში უპირატესობა მოიპოვა და მეტოქე წუთნახევარში დაამარცხა.
„ქვეყნის ხელმძღვანელობას ვთხოვ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები (ჩხუბის მონაწილეები)“, - თქვა ბრძოლის შემდეგ მიმართვისას მერაბ დვალიშვილმა.
როგორც ცნობილია, შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) უმსუბუქესი წონის ყოფილ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან მომხდარი ჩხუბის ყველა მონაწილე აბუ-დაბიში დააკავეს.
დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებს ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი, რომელიც სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების დროს დვალიშვილთან ერთად იმყოფებოდა, ის ლეგენდარულ ურაია ფეიბერს დაუპირისპირდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია- [VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
- [VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე - აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს
საბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
„მინდა, გათავისუფლდნენ“, - გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მასზე თავდამსხმელების გათავისუფლება ითხოვა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…