დვალიშვილის თქმით, ნურმაგომედოვი და მისი გუნდი თავს დაესხნენ
UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აცხადებს, რომ აბუ-დაბიში ინტერვიუს დროს უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამბობს, რომ აბუ-დაბიში უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები თავს დაესხნენ.
დვალიშვილმა ვიდეომიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„სასტუმროს ფოიეში RAF-ისთვის ინტერვიუს ვიძლეოდი, როცა უსმანი და მისი მეგობრები უკნიდან მომეპარნენ და მე და ჩემს ახალგაზრდა მეგობარს მუშტებით ცემა დაგვიწყეს. დაცვის წევრები ხელს მიჭერდნენ, ხოლო თავად ისინი, ნამდვილი ლუზერებივით, ძირს დაცემულებს ფეხებით გვცემდნენ“, — წერს დვალიშვილი.
დვალიშვილის ცნობით, ინციდენტში ორივე ძმა, უსმან და უმარ ნურმაგომედოვები მონაწილეობდნენ.
მოგვიანებით, აბუ-დაბიდან სპორტულ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მერაბ დვალიშვილს ინტერვიუს ჩაწერის დროს ნურმაგომედოვი რამდენიმე პირთან ერთად მიუახლოვდა და სახეში დაატყა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატია- [VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
"ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენ
უსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“
დვალიშვილის თქმით, აბუ-დაბიში უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თავს დაესხნენ
„ეს მშიშარა ადამიანების საქციელია. თუ ჩხუბი გინდათ, ამისთვის ოქტაგონი არსებობს“ - ძმები ნურმაგომედოვები მერაბ დვალიშვილს თავს დაესხნენ
- [VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…