პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დვალიშვილის თქმით, აბუ-დაბიში უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თავს დაესხნენ

მერაბ დვალიშვილის მტკიცებით, აბუ-დაბიში მას და მის მეგობარს უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თანმხლებ პირებთან ერთად ზურგიდან თავს დაესხნენ და წაქცევის შემდეგაც ურტყამდნენ.

დვალიშვილის თქმით, აბუ-დაბიში უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თავს დაესხნენ
რადიო თავისუფლება

მერაბ დვალიშვილის თქით, ის აბუ-დაბიში ერთ-ერთი სასტუმროს ლობიში ინტერვიუს აძლევდა ტურნირის, Real American Freestyle-ის (RAF-ის), ფარგლებში, რა დროსაც უსმან და უმარ ნურმაგომედოვები თანხმლებ პირებთან ერთად თავს დაესხნენ:

„უკნიდან მოვიდნენ და დარტყმა დაგვიწყეს მე და ჩემს მეგობარს“, - წერს ის და აზუსტებს, რომ თავდამსხმელები წაქცევის შემდეგაც ურტყამდნენ.

ოთხშაბათს საღამოს, 11 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში დვალიშვილი, რომელსაც სახეზე დაზიანებები აღენიშნება და სისხლი სდის, ამბობს:

„რა ცბიერი საქციელია, ორნი ვიყავით, უსმანი და თავისი მეგობრები მოვიდნენ ზურგს უკნიდან. რანაირი მებრძოლები ხართ?! რანაირი კაცი იქცევა ასე?“ - ამბობს ის.

დვალიშვილის თქმითვე, მისი თანხმელი პირი, 21 წლის ქართველი მოჭიდავე, „ორივე ძმას, უსმანსა და უმარსაც, მარტო გაუმკლავდა“, თავად დვალიშვილს კი „დაცვა აკავებდა“.

ნურმაგომედოვებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

2026 წლის 12 ივლისს, თბილისში, ასევე RAF-ის ღონისძიებაზე, მერაბ დვალიშვილთან ინციდენტში სწორედ ერთ-ერთი ძმა, უმარ ნურმაგომედოვი ფიგურირებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება UFC-ის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილსა და ღონისძიებაზე მყოფ ერთ-ერთ დაღესტნელ სტუმარს შორის დაიწყო.

სპორტული მედიის ცნობით, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დვალიშვილმა UFC-ის მებრძოლ უმარ ნურმაგომედოვზე ისაუბრა, რასაც ერთ-ერთი დამსწრე არ დაეთანხმა და სიტყვიერი პროტესტი გამოთქვა. შელაპარაკება მალევე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ამასთან, La Gazzetta Georgia-ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ რამდენიმე კავკასიელი მებრძოლი დაცვისა და პოლიციის კორდონის გავლას ცდილობდა, რათა იმ ოთახში შესულიყო, სადაც ქართველი სპორტსმენები იმყოფებოდნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
  2. რუსთავი 2სამთავრობო"ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენ
  3. ფორმულაოპოზიციურიუსმან მერაბ დვალიშვილი—,,ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები უკნიდან დაგვესხნენ თავს“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სპორტი ·
"ინტერვიუს ვწერდი, როდესაც უსმანი და მისი მეგობრები ზურგიდან მომეპარნენ, მე და ჩემს მეგობარს ფიზიკურად შემოგვიტიეს" - UFC-ის ჩემპიონს მერაბ დვალიშვილს აბუ-დაბიში თავს დაესხნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები