პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მინდა, გათავისუფლდნენ“, - გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მასზე თავდამსხმელების გათავისუფლება ითხოვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო

მერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში გამარჯვების შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას სასტუმროში მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

„მინდა, გათავისუფლდნენ“, - გამარჯვების შემდეგ მერაბ დვალიშვილმა მასზე თავდამსხმელების გათავისუფლება ითხოვა
რადიო თავისუფლება

გამარჯვების აღნიშვნის შემდეგ მან სიტყვა ითხოვა და პასუხისმგებელ პირებს მოუწოდა, გაათავისუფლონ მასთან დაპირისპირებაში მონაწილეები.

„მივმართავ აბუ-დაბის მთავრობას ან მათ, ვისაც ეს შეუძლია - გთხოვთ, გაათავისუფლეთ ის ბიჭები. გთხოვთ - რადგან, ჩვენ მებრძოლები ვართ და ასეთი რაღაცები შეიძლება მოხდეს, მაგრამ მე მინდა რომ ისინი გათავისუფლდნენ", - განაცხადა დვალიშვილმა.

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი გუშინ, 13 ნოემბერს გაათავისუფლეს.

შეხვედრა გამაჯვებით დაასრულა საბა ლაზიშვილმაც. მან ამერიკულ ორგანიზაცია RAF-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო.

თავისუფალ ჭიდაობაში მან გამოცდილი ამერიკელი ურაია ფეიბერი დაამარცხა, რომელსაც MMA-ში 35 გამარჯვება აქვს და UFC-ის დიდების დარბაზის წევრია.

თავდაპირველად ლაზიშვილის გამოსვლა ტურნირზე დაგეგმილი არ ყოფილა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მან უმარ ნურმაგომედოვი ჩაანაცვლა, აბუ-დაბის სასტუმროში მომხდარი თავდასხმის შემდეგ. ლაზიშვილი ასევე მერაბ დვალიშვილის გუნდის წევრია

არაბთა გაერთიანებული საამიროების გამოცემა The National-ი აბუ-დაბის სასამართლო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს, რომ სასტუმროში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე სასამართლომ ათი ადამიანი დამნაშავედ ცნო. რვა მათგანს პატიმრობა, ჯარიმა და დეპორტაცია შეეფარდა, ორი კი დააჯარიმეს. ინფორმაციაში არ არის დასახელებული, კონკრეტულად ვის რომელი სასჯელი დაეკისრა.

რა მოხდა სასტუმროში

დაპირისპირება 11 ნოემბერს აბუ-დაბიში მოხდა. დვალიშვილი RAF-ის ღონისძიების წინ ინტერვიუს აძლევდა, როდესაც მას უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანმხლები პირები მიუახლოვდნენ.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ნურმაგომედოვი დვალიშვილს სახეში ხელს ურტყამს, რასაც ჯგუფური ჩხუბი მოჰყვება. დვალიშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, როგორ ამუშავებდნენ მის სახეზე ჭრილობას.

აბუ-დაბის პოლიციამ 12 ნოემბერს ათი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა - რვა ჩხუბში მონაწილეობის, ორი კი ინციდენტის გადაღების გამო.

RAF-ის ღონისძიება და ნურმაგომედოვისთვის დაწესებული აკრძალვა

დვალიშვილს 14 ნოემბერს RAF-ის ღონისძიებაზე მარლონ მორაესთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. 12 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ბრონშტაინმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მის გათავისუფლებაზე მუშაობდა და იმედოვნებდა, რომ ქართველი სპორტსმენი შეჯიბრებაში მონაწილეობას შეძლებდა.

ამავე პრესკონფერენციაზე RAF-ის ხელმძღვანელმა თქვა, რომ უსმან ნურმაგომედოვს ღონისძიებაზე დასწრება აეკრძალა. უსმანს ტურნირზე გამოსვლა არ ჰქონდა დაგეგმილი - აბუ-დაბიში მისი ძმის, უმარ ნურმაგომედოვის, შეხვედრა იყო დანიშნული ურაია ფეიბერთან.

რას აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საბა ლაზიშვილის ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ საბასა და მერაბის გათავისუფლების პროცესში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკა ბოჭორიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანთან.

პრესრელიზის მიხედვით, მხარეებმა ისაუბრეს „აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზეც, რომელიც ქართველ სპორტსმენებს უკავშირდება“. ამ საკითხზე საუბრის სხვა დეტალები უწყებას არ გაუვრცელებია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

6 სტატია
სამთავრობო 3ნეიტრალური 3
  1. სპორტალინეიტრალური[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
  2. იმედინიუსისამთავრობომერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
  3. სპორტალინეიტრალური[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
  4. რუსთავი 2სამთავრობომერაბ დვალიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა
  5. ინტერპრესნიუსინეიტრალურიმერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტზე - აბუ-დაბის მთავრობას, თუ ვისაც შეუძლია ამის გაკეთება, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ეგ ბიჭები - მებრძოლები ვართ და ასეთი რამ შეიძლება მოხდეს
  6. იმედინიუსისამთავრობოსაბა ლაზიშვილმა აბუ-დაბიში RAF-ის ტურნირზე გამარჯვება მოიპოვა
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საბა ლაზიშვილის მამა – ვარ იმედიანად, რომ დღეს გარეთ გამოვლენ, როგორც ვიცი, შესაბამისი უწყებებისთვის დავალებები მიცემულია – მთავრობა ჩართულია და საქმე პირადად პრემიერის კონტროლზე იქნებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები