პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს რკინიგზის უპრეცედენტო განახლების პროცესი და განვითარების 10 წლიანი გეგმა - ახალი მატარებლები ქვეყნის რამდენიმე მიმართულებაზე გადანაწილდება

საქართველოს რკინიგზაეკონომიკის სამინისტრო

„საქართველოს რკინიგზა“ მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას იწყებს, რისთვისაც 180 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერით 10 ახალ ელექტრომატარებელს შეიძენს.

საქართველოს რკინიგზა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო განახლების პროცესშია. მხოლოდ ერთი საერთაშორისო ტენდერის ღირებულება 180 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტი მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზებას ემსახურება - მგზავრებს სრულიად ახალი 10 ელექტრომატარებელი მოემსახურება.

თბილისი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი - ეს იმ მიმართულებების მხოლოდ ნაწილია, რომელზეც თანამედროვე ელექტრომატარებლები გადანაწილდება და მგზავრებს გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებს. თითოეული მატარებელი 280 ადამიანზე იქნება გათვლილი და სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე. გაიზრდება რეისების რაოდენობა, რაც რკინიგზას მგზავრთნაკადის გაორმაგების შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, საქართველოს რკინიგზა არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. მოძრავი შემადგენლობის განახლების ფარგლებში უკვე შეძენილია 200 ახალი სატვირთო ვაგონი. ასევე მიმდინარეობს ხუთი სამგზავრო მატარებლის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში აქტიურ ფაზაშია სადგურების რეაბილიტაცია.

სარკინიგზო ქსელი ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რკინიგზის მოდერნიზაცია ხელს შეუწყობს როგორც რკინიგზის შემოსავლების ზრდას ისე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.

მიმდინარე სტრატეგიული პროექტები საქართველოს რკინიგზის განვითარების 10 წლიანი გეგმის ნაწილია. მიზანი საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდა, მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესება, ტექნიკური ხარჯების შემცირება და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაა.

ავტორები: ირაკლი კოშაძე

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები