პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობას და ხელმისაწვდომობას

საქართველოს რკინიგზასაქართველოს მთავრობა

„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესაძენად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობას და ხელმისაწვდომობას
იმედინიუსი

„ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობისა და ხელმისაწვდომობას“, - აცხადებს სს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე სამგზავრო ელექტრომატარებლების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელზეც კომპანიამ საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა.

როგორც ლაშა აბაშიძე ამბობს, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ასევე საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდას, ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას.

„აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება. ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შეძენა საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა საჭიროებს განახლებას. არსებული ვაგონების საექსპლუატაციო ვადის გახანგრძლივება ეტაპობრივად ამოიწურა, რამაც გამოიწვია აუცილებლობა, რომ ძველი ვაგონები ახალი, თანამედროვე შემადგენლობებით ჩავანაცვლოთ. პროექტის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია“, - ამბობს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

ლაშა აბაშიძის განცხადებით, ახალი მატარებლები საქართველოს რკინიგზას მეტი რეისების შესრულების და შედეგად, მგზავრების ორჯერ მეტი რაოდენობის მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.

ახალი სამგზავრო მატარებლების შესყიდვა საქართველოს რკინიგზის 10-წლიანი განვითარების გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია. ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა განკუთვნილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრისთვის და მოიცავს ბიზნეს-, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 1
  1. BM.GEოპოზიციურისაქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლის შესყიდვაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა
  3. იმედინიუსისამთავრობოთამარ იოსელიანი: საქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს
  4. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს - თამარ იოსელიანი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
საქართველოს რკინიგზამ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესაძენად $70-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები