მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს - შეხვედრა ამ წუთებში იწყება
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები უნგრეთს ხვდება. ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი, გიზი მამაგეიშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი ვერ ეხმარებიან.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს. შეხვედრა სწორედა წუთებში იწყება.
ოთხი მატჩი, ორი ფრე, ორი მარცხი. საქართველოს ეროვნული ნაკრები უნგრეთთან დაპირისპირებას განსაკუთრებული მოტივაციით ხვდება. მიზანი პირველი გოლის გატანა და გამარჯვებაა, თუმცა ვითარებას დანაკლისი ართულებს: ტრავმების გამო საქართველოს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი ვერ ეხმარებიან, დისკვალიფიკაციის გამო კი გიორგი ქოჩორაშვილი.
მიუხედავად სირთულეებისა, გულშემატკივრის მოლოდინი უცვლელია: ქომაგები საქართველოს ნაკრებისგან გამარჯვებას ელიან. ჯვაროსნები მეტოქეს კარგად იცნობენ. საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებები აქამდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, ორჯერ გამარჯვება უნგრელებს დარჩათ, ერთხელ კი საქართველოს ნაკრებმა მოიგო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…