საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება
ერთა ლიგის B2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება. გუნდს ტრავმების გამო კვარაცხელია, კიტეიშვილი და მამაგეიშვილი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ქოჩორაშვილი გამოაკლდა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ერთა ლიგის B2 ჯგუფის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები წლის ბოლო საშინაო მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო გუნდს ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი გამოაკლდნენ, ხოლო "სევილიის" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი თამაშს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
შემადგენლობაში სამი დებიუტანტია - "დინამო ბათუმის" მეკარე ნოდარ ყალიჩავა, უკრაინული "პოლისიას" მცველი გიორგი მაისურაძე და სლოვენური "ტრნავის სპარტაკის" ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…