პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას

საქართველოს პარლამენტი

პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ვახტანგ ხმალაძეს აკრიტიკებს და ამტკიცებს, რომ მისი ლოგიკით 1991-92 წლების პუტჩი არაკონსტიტუციური არ ყოფილა, რადგან მაშინ მხოლოდ მთავრობა დაამხეს.

ლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას
იმედინიუსი

1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იან წლებში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით, - წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი ვახტანგ ხმალაძის განცხადების შესახებ სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილის შეფასებით, 1991-1992 წლების შეიარაღებული გადატრიალების მონაწილეებსა და მათ პოლიტიკურ თანამოაზრეებს, რომელთა გვერდითაც პარლამენტში ვახტანგ ხმალაძე იჯდა, ძალა რომ ჰქონდეთ, ახლაც იმავეს გაიმეორებდნენ, კონსტიტუციასა და პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, არამედ იარაღით შეიჭრებოდნენ, როგორც მაშინ გააკეთეს და ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ. ჭოტორლიშვილი აღნიშნავს, რომ მათ რეალურად თავიანთი ამბიციებისა და ეგოს გახარება სურთ, დასავლეთი, ამერიკა, რუსეთი და ევროკავშირი კი მათთვის მხოლოდ ხალხის მოსატყუებელი დემაგოგიაა, რადგან საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ჯარებიც და ადმირალ ბალტინის ფლოტიც გამოიყენეს.

„თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას. ახლა უყურეთ, რა გამოდის. 1991-92 წლების პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ რომ ჯოჯოხეთი გამოვიარეთ 90-იან წლებში, შიმშილი, სიბნელე, ომი, ბანდიტების თარეში, რამაც ჩემი თაობა დაკარგულ თაობად აქცია, ბატონი ვახტანგი პარლამენტში იჯდა კიტოვანის და ჯაბა იოსელიანის გვერდით.

ახლაც იმავეს გაიმეორებდნენ, მაგის ძალა რომ ჰქონდეთ. კონსტიტუციას კი არ დაამხობდნენ, პარლამენტს კი არ გააუქმებდნენ, უბრალოდ შეიჭრებოდნენ პარლამენტში იარაღით, როგორც მაშინ გააკეთეს და ყველაფერი თვითონ იქნებოდნენ, მთავრობაც, პარლამენტიც, კონსტიტუციაც და კონსტიტუციური წესრიგიც. ისევ სისხლის კალოს დააყენებდნენ. მათ რეალურად ხომ ეს უნდათ, თავისი ამბიციები, ავადმყოფური ეგო გაახარონ, თორემ დასავლეთი, აღმოსავლეთი, ამერიკა, რუსეთი, ევროკავშირი ყველაფერი ეს დემაგოგიაა მათთვის ხალხის მოსატყუებლად. როდესაც დასჭირდა რუსეთის ჯარებიც მშვენივრად გამოიყენეს და ადმირალი ბალტინის ფლოტიც“, - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას
  2. POSTVსამთავრობოლევან ჭოტორლიშვილი: „თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ლევან ჭოტორლიშვილი: „თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური წყობის დამხობას და არა მთავრობის დამხობას“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები