პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის მეხუთე ტურში უნგრეთს დაუპირისპირდება. გუნდს ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო კვარაცხელია, კიტეიშვილი, ალთუნაშვილი და ქოჩორაშვილი დააკლდება.

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს
იმედინიუსი

დღეს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის წინააღმდეგ ჩაატარებს. ეროვნული გუნდის დანაკლისი დიდია, რადგან დღეს ტრავმის გამო კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია, ვიცე კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი და დისკვალიფიკაციის გამო გიორგი ქოჩორაშვილი ვერ ითამაშებენ.

ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის მზადება გუშინ დაასრულა, ვარჯიშში 26 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ოთხი ტურის შემდეგ, ჯგუფში 8 ქულით ჩრდილოეთ ირლანდია ლიდერობს, უნგრეთი 7 ქულით მეორე ადგილზეა, უკრაინას 4 ქულა აქვს, საქართველოს ნაკრები კი 2 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

ქართველ ფეხბურთელებს მიმდინარე ჯგუფურ ეტაპზე ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებიათ და მეტოქის კარის აღებაც ვერ მოახერხეს.

თამაში მიხეილ მესხის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოერთა ლიგა | საქართველოსა და უნგრეთის ნაკრებების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე #1TVSPORT
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაქართველოს ნაკრები დღეს უნგრეთს დაუპირისპირდება
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

სხვადასხვა ·
საქართველოს ფეხბურტის ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორი თამაშისთვის მზადება დაიწყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები