პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რა მოხდა რეალურად მრგვალ ბაღთან - ექსკლუზიური კადრები, ახალი ფიგურანტები და მომხდარის დეტალები

ტვ პირველიქართული ოცნება

„შაბათის ეთერის“ ცნობით, მრგვალ ბაღში 10 ნოემბერს მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება ოქტომბერში ჩაქუჩებით მომხდარი თავდასხმის გაგრძელებაა. წყარო ამტკიცებს, რომ დაჭრილ დაჩი ტვილდიანს ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს გიორგი კაჭკაჭაშვილის გარემოცვასთან ახალი კონფლიქტის პროვოცირების პირობით.

"შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის 10 ნოემბერს თბილისში, მრგვალ ბაღში მომხდარი ჯგუფური თავდასხმა სავარაუდოდ 2 კვირით ადრე, ჩაქუჩებით მომხდარი ანგარიშსწორების გაგრძელებაა. TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა მოიპოვა კადრები, სადაც თეთრ ავტომობილზე ახალგაზრდების ჯგუფური თავდასხმა ჩანს. კადრები ოქტომბრის ბოლოს, თბილისში მრგვალ ბაღთან არის გადაღებული.

ვიდეო-მასალის ფრაგმენტებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, კამერები აქ ორ ახალგაზრდას აფიქსირებენ, რომლებიც ავტომობილის მძღოლზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ცდილობენ და მალევე ტერიტორიას სირბილით - ტოვებენ. თავდამსხმელები, რომლებიც მძღოლს ჯერ სავარაუდოდ, ჩასაფრებას უწყობენ, შემდეგ კი თავს ესხმიან „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, მრგვალ ბაღთან რამდენიმე დღის წინ დაჭრილი "ქართული ოცნების" აქტივისტი დაჩი ტვილდიანი და რამაზიკო ხეცურიანი არიან. თავდასხმის სამიზნე "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გიორგი ჩარკვიანი გახდა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ციხიდან პრეზიდენტის შეწყალებით გათავისუფლებული გიორგი კაჭკაჭაშვილის ახლო გარემოცვის წევრია.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ეს ამბავი გახდა ორ დაჯგუფებას შორის მრგვალ ბაღთან 10 ნოემბერს მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ -ერთი წინაპირობა, რის გამოც საბოლოოდ ციხეში 7 პირი გაუშვეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ყველა მათგანი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის გიორგი კაჭკაჭაშვილის ახლო გარემოცვის წევრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს მომხდარი დაპირისპირების შესახებ პოლიციელებმაც იცოდნენ, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა.

ოქტომბრის ბოლოს მრგვალ ბაღთან მომხდარ დაპირისპირებაში რამაზიკო ხეცურიანის მონაწილეობას მისი ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. მათივე მტკიცებით, ახალგაზრდა ბიჭი საქართველოში აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა, თუმცა "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ხეცურიანმა ქვეყნა თავდასხმიდან რამდენიმე დღეში - 30 ოქტომბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით დატოვა.

რაც შეეხება 10 ნოემბერს მომხდარ დაპირისპირებას - მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩხუბის დროს დაშავდა დაჩი ტვილდიანი, მას "შაბათის ეთერის" წყარო ვატო ყიფიანის ე.წ. ტიტუშკად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ოქტომბრის ბოლოს მომხდარი თავდასხმის საქმეზე ხელშეუხებლობის გარანტია მისცეს, თუმცა ერთი პირობით - მოეხდინა კიდევ ერთი კონფლიქტის პროვოცირება გიორგი კაჭკაჭაშვილთან და მის გარემოცვასთან.

"შაბათის ეთერს" წყარო უყვება, რომ სწორედ ამ მიზნით მივიდა ის 10 ნოემბერს მეგობრებთან ერთად კაჭკაჭაშვილის სახლთან მდებარე სასტუმრო "ბესტ ვესტერნათან", სადაც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მის გარემოცვასთან ერთად ხშირად იმყოფება.

პრორუსული პარტია „ალტ-ინფოს“დამფუძნებელი კოკა მორგოშია, რომელის შვილიც ახლა ტვილდინის საქმეზე დაკავებულია ადასტურებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კაჭკაჭაშვილი, რომელიც მისი შვილის ნათლიაა, ამ ტერიტორიაზე ხშირად არის.

იყო თუ არა დაპირისპირება წინასწარ პროვოცირებული და რეალური სამიზნე გიორგი კაჭკაჭაშვილი ამ კითხვას მორგოშია არ პასუხობს.

ყველა დეტალი ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალურ რეპორტაჟში

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სისხლიანი გარჩევა ვაკეში - გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილია "ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები